1.მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, სასამართლოს თავმჯდომარე ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან განხორციელდა, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2.მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე, აგრეთვე ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ; ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
3.მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ამ კანონის XIII 1 თავით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ამავე კანონით დადგენილი წესით დაკისრებას. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
