ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 27. სტატისტიკური მონაცემებისა და პუბლიკაციების გავრცელებიდან მიღებული შემოსავალი

რედაქცია №14კონსოლიდირებული · 31 მაი. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში : ა ) უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის ; ბ) სასყიდლით უზრუნველყოფს ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებისა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა, უცხო ქვეყნის სტატისტიკური ორგანოებისა, სტატისტიკური ინფორმაციის გამავრცელებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა.

2.სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ , ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სტატისტიკური სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით .

3.სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ დადგენილი სტატისტიკური მონაცემების საქსტატის მიერ გავრცელება შეიძლება ფასიანი იყოს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების სახეობებსა და ფასებს განსაზღვრავს საქსტატის საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული შემოსავლები გამოიყენება საქსტატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3293 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.224 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015
  2. 27-ე მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი პროგრამის გარეთ დადგენილი მონაცემების ფასიანი გავრცელების შესახებ, სახეობებისა და ფასების განსაზღვრა საქსტატის საბჭოს ევალება, და მე-4 პუნქტი მიღებული შემოსავლების საქსტატის საქმიანობაზე გამოყენების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
177¹²75⁸⁰33¹1021043134254547461527
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…საჯარო შესყიდვების შეს…