პატიმრობის კოდექსი

მუხლი 112. სამუშაო პირობები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენიტენციური დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

2.( ამოღებულია - 12.06.2015, №3711 ).

3.ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა უქმე დღეებში შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

4.ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ჩარიცხვისა და ამორიცხვის საკითხებს) და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესს, აგრეთვე იმ სამუშაოთა ჩამონათვალს, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება შესაძლებელია, განსაზღვრავს მინისტრი (შესაძლებელია ამ სამუშაოთა შორის გათვალისწინებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოები და განისაზღვროს მათი შესრულების მიღება-ჩაბარების წესი). საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3711 – ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5015 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 დეკ. 2010 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242327485614 (და…4759129128127112
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიადმინისტრაციული ხელშეკ…საქართველოს შრომის კოდ…სოციალური მუშაობის შეს…საქართველოს შინაგან სა…არასრულწლოვანთა მართლმ…