პატიმრობის კოდექსი

მუხლი 24. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის დაცვის უფლება

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.

2.პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება ცნობა, რომელიც ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში ინახება. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გარემოებები უნდა დაამტკიცოს პაციენტმა სამედიცინო შეცდომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას?

    პაციენტი კლინიკისგან არასწორი მკურნალობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანისთვის კლინიკას 3000 ლარი დააკისრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სამედიცინო შეცდომა, ჯანმრთელობისთვის ვნება და მკურნალობასთან მიზეზობრივი კავშირი. საკასაციო სასამართლომ კლინიკის საჩივარი დააკმაყოფილა, სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება და მორალური ზიანის მოთხოვნა უარყო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2015 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
454446511213281882961399924
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიპაციენტის უფლებების შე…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს კონსტიტუცი…ჯანმრთელობის დაცვის შე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…