პენიტენციური კოდექსი

მუხლი 99. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესები და პირობები, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები.

2.ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და შეასრულოს მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები; ბ) გაუფრთხილდეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ან სხვა პირის ქონებას და არ დააზიანოს ის; გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს; დ) შეინახოს კვების პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები სათანადოდ გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში; ე) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, საწოლი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი; ვ) სურვილის შემთხვევაში იმუშაოს მხოლოდ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ზ) არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი XVII ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნა და საჩივარი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში „საკვები პროდუქტები“ ჩანაცვლდა „კვების პროდუქტებით“; ვალდებულების შინაარსი ამ ცვლილებით ტერმინოლოგიურად დაზუსტდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
65211415¹11²4617333941135799
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისქესობრივი თავისუფლები…კერძო დაცვითი საქმიანო…მოხალისეობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა