Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპენიტენციური კოდექსიმუხლი 139

პენიტენციური კოდექსი

მუხლი 139. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ჯანმრთელობის მონაცემებიშესაბამისობაჯანდაცვის სტრუქტურირებაპროფესიული შეცდომამედიკამენტების რეგულირებატელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.

2.პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტები, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტები, პრევენციული მომსახურების პაკეტი და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3.პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ამ დაწესებულებაში მისვლისთანავე გადის სამედიცინო შემოწმებას.

4.ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. დაავადებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

5.პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

6.პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. თუ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

7.ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

8.პენიტენციურ დაწესებულებაში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. 2. პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტები, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტები, პრევენციული მომსახურების პაკეტი და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ამ დაწესებულებაში მისვლისთანავე გადის სამედიცინო შემოწმებას. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ. დაავადებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა. 5. პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 6. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. თუ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 8. პენიტენციურ დაწესებულებაში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 138შემდეგი მუხლი 140

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თაღლითობა ჯანდაცვის სფეროში (მუხლი 180)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯანდაცვის სტარტაპის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატიმართა უფლებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატიმრის უფლებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №8

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 47

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პენიტენციური კოდექსი

  • 96ჯანმრთელობის დაცვის უფლება
  • 62უსაფრთხოების ღონისძიებები
  • 98ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 45
  • 18

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 82არასრულწლოვნის მკურნალობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 22ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

პოლიციის შესახებ

  • 51¹სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 13
  • 16

სპორტის შესახებ

  • 18პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 47

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4745182213161851¹8247966298139
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიპაციენტის უფლებების შე…არასრულწლოვანთა მართლმ…ფსიქიკური ჯანმრთელობის…პოლიციის შესახებჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026