1.ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/8/1444 – ვებგვერდი, 27.11.2023წ.
2.გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების თანამშრომელს, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/8/1444 – ვებგვერდი, 27.11.2023წ.

