Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 165²

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 165². ბრალდებულისთვის ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მისი გასაჩივრება და გადასინჯვა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება.

2.ბრალდებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება/უფლებები პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილებით შეიძლება შეეზღუდოს არაუმეტეს 2 თვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დადგენილებით განსაზღვრული უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება.

3.თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ან თუ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ეს უფლება/უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება/უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს არაუმეტეს 2 თვით.

4.თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, პროკურორი ვალდებულია გააუქმოს თავისი ან გამომძიებლის დადგენილება, ხოლო გამომძიებელი ვალდებულია გააუქმოს თავისი დადგენილება.

5.თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს  იმავე ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების გაუქმება.

6.პროკურორის ან გამომძიებლის მიერ მიღებულ, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებულ დადგენილებას შესაბამისი დადგენილების მიმღები უგზავნის პენიტენციურ დაწესებულებას ბრალდებულისთვის გადასაცემად, აგრეთვე ბრალდებულის ადვოკატს (მისი არსებობის შემთხვევაში).

7.ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, პროკურორის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

8.ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, გამომძიებლის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

9.რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს წარდგენიდან 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეთა მონაწილეობით განიხილავს. მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. თავი XVII 1 დაზარალებულის კომპენსაცია

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ამ ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით შეუზღუდოს ხანმოკლე პაემნის ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლება. 2. ბრალდებულს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება/უფლებები პროკურორის ან გამომძიებლის დადგენილებით შეიძლება შეეზღუდოს არაუმეტეს 2 თვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დადგენილებით განსაზღვრული უფლების/უფლებების შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ უფლების/უფლებების შეზღუდვა უქმდება. 3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ან თუ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ეს უფლება/უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება/უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს არაუმეტეს 2 თვით. 4. თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, პროკურორი ვალდებულია გააუქმოს თავისი ან გამომძიებლის დადგენილება, ხოლო გამომძიებელი ვალდებულია გააუქმოს თავისი დადგენილება. 5. თუ ბრალდებულის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების/უფლებების შეზღუდვისთვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს  იმავე ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების გაუქმება. 6. პროკურორის ან გამომძიებლის მიერ მიღებულ, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებულ დადგენილებას შესაბამისი დადგენილების მიმღები უგზავნის პენიტენციურ დაწესებულებას ბრალდებულისთვის გადასაცემად, აგრეთვე ბრალდებულის ადვოკატს (მისი არსებობის შემთხვევაში). 7. ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, პროკურორის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. 8. ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს, გამომძიებლის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო ამ საჩივართან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული დადგენილება ჩაბარებიდან 5 დღეში გაასაჩივროს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. 9. რაიონული (საქალაქო) სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს წარდგენიდან 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეთა მონაწილეობით განიხილავს. მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4031 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. თავი XVII 1 დაზარალებულის კომპენსაცია მუხლი 165 3 . დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის საფუძველი 1. გამამტყუნებელი განაჩენით პირს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 205 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 220 1 მუხლით ან 286 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ბ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე. 2. ამ თავის მიზნებისთვის მსჯავრდებული არის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი. 3. ამ თავის გამოყენება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, დანაშაულის ჩადენის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც მან ამ თავით დადგენილი წესით, დაზარალებულის კომპენსაციის სახით მიიღო. 5. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის ეტაპებზე დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარე ყველა შესაძლებელ და გონივრულ ღონისძიებას/ზომას მიმართავს. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №178

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 მარ. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 23 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 1 ივლ. 2025 – 5 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 165¹შემდეგი მუხლი 165³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პატიმართა უფლებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №178

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 8 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 180საქართველოს სისხლი… 181საქართველოს სისხლი… 182მუხლი 180მუხლი 181მუხლი 182მუხლი 185მუხლი 188

მიუთითებენ მასზე

პენიტენციური კოდექ… 126

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 40ბრალდებულის დასწრების უფლების შეზღუდვა
  • 283განაჩენის აღსრულების გადავადება
  • 191¹მოსამართლის უფლებამოსილება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში

პენიტენციური კოდექსი

  • 116სატელეფონო საუბარი
  • 126¹საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში ბრალდებული/მსჯავრდებული პირისთვის უფლების (უფლებების) შეზღუდვა
  • 119პაემანი

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 5უფლების აღდგენა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 87არასრულწლოვნის ოჯახთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობა
  • 89თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნის დროებით გადაყვანა სხვა დაწესებულებაში

ამნისტიის შესახებ

  • 3

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 27¹პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 159პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18018118218018118218518840875126116126¹119165²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისქესობრივი თავისუფლები…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026