Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 16

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 16

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას; ბ) დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამ კანონის მე-17 მუხლით აკრძალულ საქმიანობას; გ) დაარღვია ამ კანონის 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა; დ) ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი; ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; თ) გარდაიცვალა, ან სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ი) გადადგა თანამდებობიდან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი; „ე“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეგლამენტით დადგენილი წესით ამოწმებს მისთვის წარდგენილ საბუთებს და მათში აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განკარგულებით აფორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

3.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

4.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 20 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი გამწესდება პარლამენტის უახლოესი სესიის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.

5.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის მიერ ფიცის დადების მომენტისა. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3399 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 1 ოქტ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 აპრ. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 იან. 2017
  2. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  3. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში ქმედუუნაროდ ცნობის ნაცვლად საფუძველია შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, სასამართლოს სხვაგვარი განსაზღვრის დათქმით.

  4. 5 მარ. 2002

    მე-16 მუხლში შეიცვალა ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, შეწყვეტის ფორმა (პლენუმის დადგენილება ან თავმჯდომარის განკარგულება), გაგზავნის წესი და ახალი წევრის გამწესების ვადები; ვადის გასვლის შემთხვევა გამოიყო მე-5 პუნქტად.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 4 ცვლილება · ბოლო 12 იან. 2017
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17მუხლი 48

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 18
  • 15
  • 10

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 10

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 9პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 48საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 10სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 43მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6010174818151048643107918216
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სახალხო და…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026