პატიმრობის კოდექსი

მუხლი 8. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა. პენიტენციური დაწესებულების სახეები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.

2.პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი.

3.პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

4.პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

5.პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

6.საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3523 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №943 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3128 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №6აპ-162016-06-0630
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ინარჩუნებდა თუ არა ბრალდებული ნასამართლობას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დროს, როდესაც ამნისტია მის გადაუხდელ ჯარიმას არ შეხებია, ხოლო მოგვიანებით შეწყალებით ნასამართლობა მოეხსნა. პალატამ დაასკვნა, რომ ქმედების ჩადენისას არსებული ნასამართლობა მოგვიანებით შეწყალებით არ უქმდებოდა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არსებობდა. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გამამართლებელი განაჩენი, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა; მას ასევე სამი წლით ჩამოერთვა განაჩენში მითითებული უფლებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2014 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹4647451010³551823233618
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისახელმწიფო პენსიის შეს…საქართველოს მთავრობის …სახელმწიფო პენსიის/საპ…სპორტის შესახებმეცნიერების, ტექნოლოგი…