საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 26¹

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება (შემდგომ − სპეციალური დაწესებულება) არის მთავრობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.

2.თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია იმ სუბიექტის წინაშე და მის სამსახურებრივ ზედამხედველობასა და მისი საქმიანობის კონტროლს/ზედამხედველობას ახორციელებს ის სუბიექტი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება აღნიშნული სპეციალური დაწესებულება.

3.თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება სათანადო ნორმატიული აქტებით.

4.სპეციალური დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონის, ამ სპეციალური დაწესებულების დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და იმ სუბიექტის ინსტრუქციებისა და დავალებების საფუძველზე, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეს სპეციალური დაწესებულება.

5.თუ კანონით ან/და მთავრობის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულების დებულებასა და მისი საქმიანობის მომწესრიგებელ სხვა ნორმატიულ აქტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს/იღებს მთავრობა. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. თავი VIII სახელმწიფოს წარმომადგენლობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება (შემდგომ − სპეციალური დაწესებულება) არის მთავრობის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად. 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულება ანგარიშვალდებულია იმ სუბიექტის წინაშე და მის სამსახურებრივ ზედამხედველობასა და მისი საქმიანობის კონტროლს/ზედამხედველობას ახორციელებს ის სუბიექტი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება აღნიშნული სპეციალური დაწესებულება. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებს ამ სპეციალური დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სპეციალური დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხები წესრიგდება სათანადო ნორმატიული აქტებით. 4. სპეციალური დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონის, ამ სპეციალური დაწესებულების დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და იმ სუბიექტის ინსტრუქციებისა და დავალებების საფუძველზე, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იმყოფება ეს სპეციალური დაწესებულება. 5. თუ კანონით ან/და მთავრობის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დაწესებულების დებულებასა და მისი საქმიანობის მომწესრიგებელ სხვა ნორმატიულ აქტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს/იღებს მთავრობა. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. თავი VIII სახელმწიფოს წარმომადგენლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №49 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 თებ. 2004 – 22 ოქტ. 2013 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2513263710¹54714993226¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …სახელმწიფო დაცვის სპეც…სპეციალური პროფესიული …სახელმწიფო სპეციალური …თავდაცვის კოდექსისაგანგებო მდგომარეობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა