სადაზვერვო დაწესებულების ამოცანებია: ა) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების, გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა და გამოვლენა; ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების გეგმების, ზრახვებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და ანალიზის შედეგად ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად; გ) საფრთხეების პრევენციის ან/და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელება; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება, ვითარების შეფასება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან არსებობის შემთხვევაში ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება, თუ ეს მის უფლებამოსილებებს მიეკუთვნება; ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
სადაზვერვო საქმიანობის შესახებ
მუხლი 8. სადაზვერვო დაწესებულების ამოცანები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 8 ოქტ. 2013 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

