განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

მუხლი 32⁷. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია აღნიშნული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს.

2.2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ კანონის 16 2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, როდესაც განმცხადებელი, რომელიც ცენტრს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს, ახორციელებს აღნიშნულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას და მასზე აკრედიტაციის საბჭოს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განსაზღვრული არ აქვს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4300  – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 5 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 აგვ. 2010 – 4 ივლ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8731³7556³8856⁴16²1122¹122 (და…453932⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანათლების ხარისხის გა…უმაღლესი განათლების შე…საქართველოს ადმინისტრა…პროფესიული განათლების …ეროვნული საკვალიფიკაცი…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა