ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 7 (დანართი 1). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მაძიებელთა იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის პროცესი ემყარება საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობას, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივი მონაწილეობით.

2.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები : ა) ეხმარებიან სააგენტოს უფლებამოსილ პირ(ებ)ს შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში; ბ) უზრუნველყოფენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახების მოძიებას და ხელს უწყობენ მათ რეგისტრაციის პროცედურის გავლაში; გ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ რეგისტრირებული ოჯახების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სააგენტოსათვის მიწოდებას მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების სრულყოფის მიზნით; დ) (ამოღებულია - 29.03.2022, №153); ე) ახორციელებენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პირობების, დემოგრაფიული მდგომარეობის, ეკონომიკური თუ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით სოციალურ საკითხთა გადაწყვეტისა და სოციალური დახმარების უკეთ დაგეგმვისათვის იყენებენ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №153 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. თავი III. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №217 – ვებგვერდი, 19.05.2015წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
171816767412785 (და…185656557 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსოციალური დახმარების შ…ქვეყანაში სიღატაკის დო…საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…სოციალური მუშაობის შეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა