1.მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით.
2.მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადის ფორმის მაძიებლისათვის ხელმისაწვდომობას და მაძიებლის მიერ შევსებული განაცხადის მიღებას.
4.განაცხადის შევსება და წარდგენა შეუძლია მაძიებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
5.(ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება №2 / 3 / 663 – ვებგვერდი, 16.05.2018 წ. ) 6. (ამოღებულია - 29.12.2018, №672). საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის დადგენილება №115 – ვებგვერდი, 20.05.2013წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება №2/3/663 – ვებგვერდი, 16.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №672 - ვებგვერდი, 31.12.2018წ.

