ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 17². შეთანხმება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით

რედაქცია №40 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე, თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული განცხადებით მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსთვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2028 წლის 31 დეკემბრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გა უ ქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6506 - ვებგვერდი, 28.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3818 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1112 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 7 ივნისის კანონი №1617 – ვებგვერდი, 20.06.2022წ. საქართველოს 2025 წლის 15 ოქტომბრის კანონი №970 – ვებგვერდი, 16.10.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 16 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17² მუხლის პირველ პუნქტში გადამხდელთან მიბმული 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით გადახდის ვალდებულების პირობა ამოღებულია და მის ნაცვლად დაემატა პირობა, რომ კ-2 მაჩვენებლის გაზრდის შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით; განცხადების წარდგენის უკანასკნელი ვადა 2020 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწია, დანარჩენი ცვლილებები სტილისტურია.

  2. დაემატა 17² მუხლი: პირველი პუნქტი უფლებამოსილ ორგანოს აძლევს მოსაკრებლის შემცირების, გათავისუფლების ან გადავადების შესახებ შეთანხმების დადების უფლებას და გადამხდელს ავალდებულებს ექსპლუატაციაში მიღების განცხადების წარდგენას; მე-2 პუნქტი პირობების დარღვევისას ადგენს შეთანხმების გაუქმებას და გადახდას 1 თვის ვადაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
836317⁴17⁵649⁴163⁵4736117²
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მოსაკრებლე…საქართველოს სივრცის და…ობიექტის დაუმთავრებელ …სალიცენზიო და სანებართ…სახელმწიფო ქონების შეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №40 · ბოლოს შემოწმდა