ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 6. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის

რედაქცია №40 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მშენებლობის ( გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან / და იურიდიული პირი .

2.საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის − 4 ლარს; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის − 11 ლარს; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 10 ლარს.

2¹.ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს.

2².ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.

3.საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392 საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2517 – ვებგვერდი, 27.06.2018წ. საქართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის კანონი №1980 – ვებგვერდი, 14.11.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 14 ნოე. 2022

    მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში ერთიანი 4 ლარის ზღვარი სამ ქვეპუნქტად დაიყო: „ა“ — ინდივიდუალური სახლი 4 ლარი, „ბ“ — საკურორტო ზონის სამრეწველო ობიექტი 11 ლარი (იყო 5), „გ“ — ყველა სხვა მშენებლობა 10 ლარი.

  2. მე-2 პუნქტში ზღვრული მოსაკრებელი ახლა კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის კვადრატულ მეტრზეა განსაზღვრული და შეადგენს 4 ლარს (საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისთვის — 5 ლარს). დამატებული 2¹ და 2² პუნქტებით ცალკე ზღვრები დგინდება ხაზობრივი ნაგებობისა და კ-2 ფართობის არმქონე შენობა-ნაგებობისთვის.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელს რადიაციული და ბირთვული ობიექტების გარდა აწესებს, მე-2 პუნქტში ახლა მოცემულია ერთი და ხუთი ლარის ზღვარი კვადრატულ მეტრზე, ხოლო მე-3 პუნქტში — სტიქიური უბედურების შეღავათი და მითითება 392 მუხლზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
74313517⁶6¹5105116
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მოსაკრებლე…მოსაკრებლების სისტემის…სახელმწიფო შესყიდვების…სალიცენზიო და სანებართ…ობიექტის დაუმთავრებელ …ბუნებრივი რესურსებით ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №40 · ბოლოს შემოწმდა