უკან ბლოგზე
ალექსანდრე ელისაშვილის საქმე

ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოში ტერაქტის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მან შენობაში შეაღწია, აალებადი ნივთიერება დაასხა და ხანძრის გაჩენა სცადა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ის წინააღმდეგობის მიუხედავად დააკავეს. ბრალი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

...
2 წუთი
ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოში ტერაქტის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინეს

🔵 საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა.
➡️ საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
➡️ შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.
➡️ აალებადი ნივთიერების დასხმის პროცესში, ალექსანდრე ელისაშვილს სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიუსწრეს. ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე, ალექსანდრე ელისაშვილი თავს დაესხა მას და დაუწყო ცემა. დაკავების პროცესში, მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომელი ცდილობდა ალექსანდრე ელისაშვილის განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას. თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. ალექსანდრე ელისაშვილმა დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დაძლევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი საბოლოო განეიტრალება და დაკავება.
➡️ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
➡️ პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი სტატიები

გენერალური პროკურორი - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა

გენერალური პროკურორი - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა

პროკურატურამ და სუს-მა ყოფილი მაღალჩინოსნების - ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლები გაჩხრიკეს. 22 ლოკაციაზე ჩატარებული ღონისძიებისას ამოღებულია ტექნიკა, დოკუმენტები და დიდი ოდენობით ფული. გამოძიება გრძელდება.

სუს - ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

სუს - ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

სუს-ში გამოკითხვისას ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება. უწყება მისთვის ბრალის წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.