რამდენიმე ათეული წლის წინ კლიმატის ცვლილებაზე საუბარი ძირითადად მეცნიერების, გარემოსდამცველებისა და პოლიტიკოსების დისკუსიის საგანი იყო. დღეს კი ვითარებარადიკალურად შეიცვალა. კლიმატის ცვლილება აღარ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი გამოწვევა დაიგი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვისერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ საკითხად იქცა.
გლობალური დათბობა, ექსტრემალური სიცხეები, წყალდიდობები, მეწყრები, ტყის ხანძრები, ჰაერისდაბინძურება და სასმელი წყლის რესურსების შემცირება უკვე აღარ განიხილება, როგორც ბუნებისჩვეულებრივი მოვლენები. ეს პროცესები ყოველდღიურად არღვევს ადამიანთა ფუნდამენტურუფლებებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს სასამართლოებმა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაშიეტაპობრივად შექმნეს ახალი სამართლებრივი მიდგომა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოსპასუხისმგებლობა მხოლოდ გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავებით აღარ შემოიფარგლება. სახელმწიფოს ევალება რეალური, ეფექტიანი და დროული მოქმედება იმ რისკების თავიდანასაცილებლად, რომლებიც კლიმატის ცვლილებას მოაქვს.
ეს ტრანსფორმაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსპრაქტიკაში, სადაც გარემოსდაცვითი დავები ნელ-ნელა გადაიქცა თანამედროვე კლიმატურიმართლმსაჯულების საფუძვლად. თუ 1990-იან წლებში სასამართლო ინდივიდუალური გარემოსდაბინძურების საქმეებს განიხილავდა, დღეს უკვე სახელმწიფოების კლიმატურ პოლიტიკას აფასებსადამიანის უფლებების სტანდარტების მიხედვით.
სასამართლოს გარემოსდაცვითი იურისპრუდენციის ისტორია ფაქტობრივად 1994 წელს, საქმით Lopez Ostra v. Spain იწყება. განმცხადებელი ცხოვრობდა ესპანეთის ქალაქ ლორკაში, ნარჩენებისგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად, საიდანაც სუნი, ორთქლი და დამაბინძურებელინივთიერებები გამოიყოფოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნიდა. მრავალჯერადი საჩივრის მიუხედავად, ესპანეთის ხელისუფლებამ ეფექტიანი ზომები ვერ მიიღო. სასამართლომ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, რადგან სახელმწიფომ ვერ დაიცვა სამართლიანიბალანსი ქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და განმცხადებლის პირადი ცხოვრებისპატივისცემის ეფექტიან უფლებას შორის. ამ საქმის მნიშვნელობა კონკრეტულ ფაქტებს სცდება. მანჩამოაყალიბა ფუძემდებლური პრინციპი: გარემოს დაბინძურებამ, თუნდაც ისეთი სამრეწველოსაქმიანობის შედეგად, რომლის ატანასაც სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძველი აქვს, შეიძლებაწარმოშვას კონვენციური უფლებების დარღვევა, თუ ის საკმარისად სერიოზული ჩარევის ზღვარსაღწევს.
რამდენიმე წლის შემდეგ, საქმეში Guerra and Others v. Italy, სასამართლომ კიდევ უფრო გააფართოვასახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები. მან დაადგინა, რომ ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონინფორმაცია იმ გარემოსდაცვითი საფრთხეების შესახებ, რომლებიც მათ ჯანმრთელობასა დასიცოცხლეს შეიძლება ემუქრებოდეს. სასამართლომ დაადასტურა, რომ მე-8 მუხლი სახელმწიფოსარა მხოლოდ ჩარევისგან თავშეკავებას მოითხოვს, არამედ ზოგჯერ აქტიურ ნაბიჯებსაც, მათ შორის, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას, რაც პირადი ცხოვრების დაცვისგანუყოფელი ნაწილია. ეს გადაწყვეტილება ფუნდამენტურია, ვინაიდან მან მე-8 მუხლის სფეროგარემოსდაცვით პროცედურულ უფლებებამდე გააფართოვა.
შემდგომ წლებში სტრასბურგმა გარემოსდაცვითი სამართალი სიცოცხლის უფლებასდაუკავშირა. Öneryıldız v. Turkey-ის საქმეში ნაგავსაყრელზე მომხდარმა აფეთქებამ ათეულობითადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სასამართლომ განაცხადა, რომ როდესაც სახელმწიფო წინასწარფლობს ინფორმაციას არსებული საფრთხის შესახებ, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლოპრევენციული ღონისძიება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე სიცოცხლის უფლებისდარღვევას ნიშნავს. იგივე მიდგომა განმტკიცდა Budayeva v. Russia-ის საქმეშიც, სადაცხელისუფლების პასუხისმგებლობა დადგინდა მეწყრის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, რადგან შესაბამის ორგანოებს საფრთხის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში ჰქონდათ, თუმცა ეფექტიანი პრევენციული ზომები არ გაუტარებიათ.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში თანდათან ჩამოყალიბდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანიპრინციპი, გარემოს დაცვა არ არის მხოლოდ ეკოლოგიური საკითხი; ეს არის ადამიანისჯანმრთელობის, ღირსებისა და ცხოვრების ხარისხის დაცვის აუცილებელი წინაპირობა. სწორედამიტომ, სასამართლომ ისეთ საქმეებში, როგორიცაა Fadeyeva v. Russia, Dubetska v. Ukraine და Cordella v. Italy, სახელმწიფოები პასუხისმგებლად ცნო იმის გამო, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს მოსახლეობისდაცვა ხანგრძლივი ინდუსტრიული დაბინძურებისგან. ეკონომიკური ინტერესი ვერ გახდებაადამიანის ჯანმრთელობის შეზღუდვის გამართლება.
2024 წელი კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიაში გარდამტეხ ეტაპადდარჩება. საქმეში Verein KlimaSeniorinnen Schweiz v. Switzerland დიდმა პალატამ პირველად პირდაპირგანაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონაადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას წარმოადგენს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს ეკისრებათ არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არამედკონკრეტული სამართლებრივი ვალდებულება, შექმნან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისეფექტიანი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემა. ამ გადაწყვეტილებით კლიმატისცვლილება საბოლოოდ იქცა ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილად.
თუმცა მხოლოდ სტრასბურგის პრაქტიკა არ განსაზღვრავს თანამედროვე კლიმატურ სამართალს. არაერთმა სახელმწიფომ გაცილებით ადრე დაიწყო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულიპასუხისმგებლობის კონსტიტუციურ დონეზე აღიარება.
საფრანგეთში 2005 წელს კონსტიტუციის ნაწილად იქცა გარემოს ქარტია, რომელმაც თითოეულადამიანს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება მიანიჭა. 2003 წლისდამანგრეველი სიცხის ტალღის შემდეგ სახელმწიფომ შექმნა ეროვნული სიცხის მართვის სისტემა, გააძლიერა ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და განსაკუთრებული დაცვის მექანიზმები დანერგახანდაზმულებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასაფრანგეთში მხოლოდ ეკოლოგიური პოლიტიკა აღარ არის. იგი კონსტიტუციური ვალდებულებაა.
გერმანიაში კლიმატის სამართალი კიდევ უფრო შორს წავიდა. 2021 წელს ფედერალურმასაკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიულ საქმეში Neubauer დაადგინა, რომ დღევანდელი თაობისმიერ ემისიების უკონტროლო ზრდა მომავალ თაობებს თავისუფლებას უზღუდავს. სასამართლომფაქტობრივად აღიარა, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება დაიცვას ჯერ კიდევდაუბადებელი ადამიანების ფუნდამენტური უფლებებიც. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ იქონიამნიშვნელოვანი გავლენა შემდგომში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაზეც.
შვედეთმა კი კლიმატის პოლიტიკა მუნიციპალური მმართველობის ყოველდღიურ საქმიანობადაქცია. ადგილობრივ თვითმმართველობებს კანონით ევალებათ კლიმატთან ადაპტაციის გეგმებისდაკავშირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკასთან. მწვანე სივრცეების შენარჩუნება, ჰაერის ხარისხის კონტროლი, სიცხის ტალღებზე რეაგირება და მოწყვლადი მოსახლეობის დაცვა იქსამართლებრივ ვალდებულებას წარმოადგენს და არა მხოლოდ ადმინისტრაციულ რეკომენდაციას.
საქართველოში კლიმატთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა ჯერ კიდევ განვითარებისეტაპზეა, თუმცა ბოლო წლების გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ ქართულიმართლმსაჯულებაც თანდათან უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.
ამ პროცესის საფუძველი ჯერ კიდევ 2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა, როდესაცგიორგი გაჩეჩილაძის საქმეზე განმარტა, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება სახელმწიფოსმხოლოდ გარემოს დაზიანებისგან თავის შეკავებას არ ავალდებულებს. სახელმწიფოს ეკისრებაპოზიტიური ვალდებულებაც, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც გარემოსდაზიანებას ეფექტიანად აღკვეთს. სასამართლომ პირდაპირ განაცხადა, რომ გარემოსდაცვითიპასუხისმგებლობის შესუსტება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სასამართლომ განმარტა, რომჯანმრთელობისთვის ხელსაყრელ გარემოში ცხოვრების უფლება სახელმწიფოს ორმაგვალდებულებას აკისრებს ნეგატიურს (თავად არ დააზიანოს გარემო) და პოზიტიურს (დაიცვას გარემოკერძო პირთა მიერ მიყენებული ზიანისგან). სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სახელმწიფომ უნდაშექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელსაც რეალური შემაკავებელი ეფექტი ექნება. „შეთანხმების" ინსტიტუტი ხარვეზის სწორედ ისაა, რომ ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერი ქმედებაგანსაზღვრული თანხით შეიძლება „გამოისყიდოს", გარემოსდაცვითი კანონმდებლობა პრაქტიკულძალას მთლიანად კარგავს. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი დაარაკონსტიტუციურად ცნო 57¹⁰ მუხლის პირველი და მესამე პარაგრაფები.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამი მიზეზით: მან პირველად ჩამოაყალიბაჯანმრთელობისთვის ხელსაყრელ გარემოში ცხოვრების უფლების პოზიტიური და ნეგატიურიგანზომილებების სტრუქტურირებული განმარტება; დაადგინა, რომ საყოველთაო „ინდულგენციის" მექანიზმი ვერასდროს იქნება ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ინტერესებს შორის ბალანსისპროპორციული გადაწყვეტა; და დაადასტურა, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისპრევენციული ფუნქცია თავად კონსტიტუციური მოთხოვნაა და არა მხოლოდ საკანონმდებლოდისკრეციის საკითხი.
უზენაესი სასამართლო: ვერეს ხეობის ტრაგედია (Bs-677/2023)
2015 წლის 13-14 ივნისის ღამე თბილისელთა კოლექტიურ მეხსიერებაში ღრმად არის ამოტვიფრული. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა კატასტროფულმა მეწყერ-წყალდიდობამ, რომელიცგეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ერთდროულმა თანხვედრამ გამოიწვია, ქალაქის ცენტრალური უბნები დაანგრია, სულ მცირე ცხრამეტი ადამიანი დაიღუპა, ზოოპარკიგანადგურდა. დაღუპულთა შორის იყო კერძო პირი, რომელმაც წყალდიდობის ეპიცენტრშიჩავარდნის შედეგად სიცოცხლე დაკარგა. მისმა ოჯახმა ადმინისტრაციული სარჩელი ოთხისახელმწიფო ორგანოს წინააღმდეგ აღძრა.
რვაწლიანმა სასამართლო დავამ, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის დეკემბერსდაასრულა, დიფერენცირებული პასუხისმგებლობის სურათი დახატა. გარემოს დაცვის ეროვნულისააგენტო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, ექსპერტულმა დასკვნამ დაადასტურა, რომივნისის 13-ის ღამის მოვლენების კონკრეტული კომბინაცია მეწყრების, ღვარცოფებისა და ხანძვურიწვიმის თანხვედრა, რომელმაც მდინარის მიწისქვეშა არხები ჩახერგა ობიექტურადწინასწარგანუჭვრეტელი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც პასუხისმგებლობისგანგათავისუფლდა, ვინაიდან მან კატასტროფის გამოვლენისთანავე ინტენსიური სამაშველოოპერაციები დაიწყო. პრინციპი, რომელიც აქედან გამომდინარეობს, მნიშვნელოვანია: სახელმწიფოარ არის ბუნებრივი კატასტროფის დამზღვევი, ის პასუხს აგებს პრევენციად ხასიათისვერგამოვლენილ ხარვეზებზე და არა ჭეშმარიტად წინასწარგანუჭვრეტელ კატასტროფებზე.
პატრულ-პოლიციის დეპარტამენტი, პირიქით, პასუხისმგებლად ცნეს. გადამწყვეტი ფაქტები იყო: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა (00:20 საათი) და დაღუპულის ბოლო სატელეფონოკონტაქტს (00:44 საათი) შორის ოცდაოთხწუთიან პერიოდში გზა არ იყო ჩაკეტილი, თუმცაპატრულ-პოლიციას სწორედ ეს ვალდებულება ჰქონდა კანონმდებლობით. სასამართლომ დაადგინა, რომ ოცდაოთხი წუთი საკმარისი დრო იყო გზის ჩასაკეტად, უმოქმედობა დამნაშავეობრივი იყო, დაგზის ჩაკეტვის შემთხვევაში სიკვდილი თავიდან იქნებოდა აცილებული. მიზეზობრივი კავშირიდასრულებული იყო. ეს საქმე ქართულ სამართალში ჩამოაყალიბებს დახვეწილ ჩარჩოსკლიმატ-რელევანტური ბუნებრივი კატასტროფების კონტექსტში სახელმწიფო პასუხისმგებლობისშესაფასებლად: კონკრეტული ზიანის წინასწარგანჭვრეტადობა, კონკრეტული პრევენციულიღონისძიების განხორციელებადობა და მიზეზობრივი კავშირი უმოქმედობასა და ზიანს შორის.
საბურთალოს ხის საქმე (Bs-743/2024) — მუნიციპალური ზრუნვის ვალდებულება
2021 წლის 2 სექტემბერს, თბილისის ცენტრში ეზოში ხემ მოქალაქის მანქანას ზიანი მიაყენა 8,200 ლარის ოდენობით იმ დღეს ქალაქში დაფიქსირდა 18-დან 28 მ/წმ-მდე სიჩქარის ქარი. საქმესგანსაკუთრებულს ხდის წინასწარი შეტყობინების მტკიცებულება: მოსარჩელემ დაადასტურა, რომსაშიშ ხეზე საჩივრები მოსახლეობის მიერ იყო წარდგენილი. ხელისუფლების შესაბამისმა ორგანომარაფერი იღონა. სამივე ინსტანციის სასამართლომ მუნიციპალიტეტი და გამგეობა პასუხისმგებლადცნო.
სასამართლოს არგუმენტაცია მნიშვნელოვანია: თბილისის მუნიციპალიტეტს ეკისრება პროაქტიული, უწყვეტი ვალდებულება, დანერგოს და შეინახოს მწვანე ინფრასტრუქტურა, გამოავლინოს ხმელი, დაზიანებული ან სხვაგვარად საშიში ხეები და მოიცილოს ან განკურნოს ისინი ზიანის მიყენებამდე. ეს ვალდებულება არ არის მხოლოდ მოქალაქეთა საჩივრებზე დამოკიდებული, ეს მუნიციპალურიმმართველობის უწყვეტი ოპერაციული პასუხისმგებლობაა.
წყალდიდობის საქმე - ურბანული ინფრასტრუქტურა და კლიმატ-რისკები
განსაკუთრებით საილუსტრაციო საქმე ეხება თბილისში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგმომხდარ ინციდენტს, როცა მძღოლმა თავშესაფარი მიწისქვეშა გადასასვლელში მოძებნა. კანალიზაციისა და წყალარინების სისტემის გაუმართაობის გამო წყალი სწრაფად დაგროვდა, კანალიზაციის ჩამონადენს შეერია და მთლიანად დააზიანა დაზღვეული ავტომობილი. სადაზღვევოკომპანიამ ზიანი აანაზღაურა და შემდეგ პასუხისმგებელი საჯარო ორგანოებისგან რეგრესისმოთხოვნით მიმართა სასამართლოს.
სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი კავშირი ექსტრემალურ ნალექსა და წყალდიდობას შორის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად წვიმა არ იყო ზიანის გადამწყვეტი სამართლებრივი მიზეზი. გადამწყვეტი ფაქტორი იყო მუნიციპალური სადრენაჟო ინფრასტრუქტურის არაჯეროვანი ფუნქციონირება ძლიერი ნალექის დროს. სასამართლომ დელიქტური პასუხისმგებლობის სამიელემენტი გამოიყენა: უკანონო ქმედება ან უმოქმედობა, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მათ შორის. მუნიციპალიტეტმა სისტემის სათანადო ფუნქციონირებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფაშიჩავარდა, რაც დაუდევარ უმოქმედობად დაკვალიფიცირდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემის ექსპლუატაცია შპს„თბილსერვის ჯგუფს“ ჰქონდა გადაცემული, თბილისის მერია რჩება მუნიციპალურიინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და მის კონტროლზე პასუხისმგებელ სუბიექტად. შესაბამისად, სწორედ მერიას დაეკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლომ ასევეაღნიშნა, რომ მერიას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, რეგრესის წესით შესაბამის პირსმოსთხოვოს გადახდილი თანხის ანაზღაურება.
📌 აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომმუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია მის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის უსაფრთხო დაგამართულ ფუნქციონირებაზე, მაშინაც კი, როდესაც მისი ექსპლუატაცია. სასამართლომ არ გაიზიარაარგუმენტები, რომ პასუხისმგებლობა სხვა მომსახურების მიმწოდებელს ეკისრებოდა ან რომ წვიმაფორს-მაჟორული, წინასწარგანუჭვრეტელი მოვლენა იყო. მან დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტებიპასუხისმგებელნი არიან ინფრასტრუქტურის ჯეროვან ფუნქციონირებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ინფრასტრუქტურა სპეციალურად წვიმის წყლის მართვისა და წყალდიდობის თავიდანაცილებისთვისაა შექმნილი, ოპერაციული პასუხისმგებლობის მესამე პირისთვის დელეგირებისმიუხედავადაც, საბოლოო პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს რჩება.
კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის უფლების პერსპექტივიდან ეს გადაწყვეტილებაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მზარდი ინტენსივობის ნალექი და ურბანული წყალდიდობაკლიმატის ცვლილების კარგად დოკუმენტირებული შედეგებია. ასეთი მოვლენები საფრთხეს უქმნისარა მხოლოდ ქონებას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც, დაბინძურებულ წყალთან შეხებას, დაზიანებას, ფსიქოლოგიურ სტრესს და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების დარღვევას. სასამართლოს არგუმენტაცია ირიბად აღიარებს, რომ საჯარო ორგანოებმა ინფრასტრუქტურაკლიმატ-რისკების გაძლიერებულ ინტენსივობასთან უნდა შეუსაბამონ. შესაბამისად, ეს საქმეგვიჩვენებს, რომ ექსტრემალურმა ამინდმი საჯარო ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან არათავისუფლებს. პირიქით, ის აძლიერებს მის პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს მედეგიინფრასტრუქტურა, თავიდან აიცილოს წინასწარგანჭვრეტადი ზიანი და დაიცვას ადამიანთაჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ამავე მიმართულებით განვითარდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც. ვერეს ხეობისტრაგედიასთან დაკავშირებულ საქმეში სასამართლომ დეტალურად შეაფასა სახელმწიფოსპასუხისმგებლობის ფარგლები სტიქიური უბედურების დროს. მან განმარტა, რომ სახელმწიფო არარის პასუხისმგებელი ყველა ბუნებრივ კატასტროფაზე, თუმცა პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც ზიანი იყო პროგნოზირებადი, არსებობდა მისი თავიდან აცილების რეალურიშესაძლებლობა და შესაბამისმა ორგანოებმა საკუთარი უფლებამოსილება სათანადოდ არგამოიყენეს.
განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო წლების ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ერთი შეხედვითმხოლოდ დაზიანებულ ავტომობილებს ეხებოდა, თუმცა სინამდვილეში ბევრად ფართომნიშვნელობა აქვს. ორივე საქმეში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტსმუდმივი ვალდებულება ეკისრება ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურის მონიტორინგისა და საშიშიხეების დროული მოცილების მიმართულებით. სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ კლიმატისცვლილებით გამოწვეული ძლიერი ქარი ან სხვა ბუნებრივი მოვლენა ვერ გაათავისუფლებსმუნიციპალიტეტს პასუხისმგებლობისგან, თუ იგი წლების განმავლობაში უგულებელყოფდა არსებულსაფრთხეს.
ანალოგიური მიდგომა ჩამოყალიბდა დატბორილი ავტომობილის საქმეშიც. მიუხედავად იმისა, რომზიანი ძლიერი წვიმის შედეგად დადგა, სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრამუნიციპალიტეტს, რადგან სანიაღვრე ინფრასტრუქტურა ვერ ფუნქციონირებდა სათანადოდ. სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ თანამედროვე პირობებში ადგილობრივი ხელისუფლებისვალდებულებაა ინფრასტრუქტურის კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და არა მხოლოდ უკვედამდგარ ზიანზე რეაგირება.
დღეს უკვე აშკარაა, რომ კლიმატის ცვლილების სამართალი სწრაფად ვითარდება. თუ წარსულშისასამართლოები ძირითადად ინდუსტრიული დაბინძურების ცალკეულ შემთხვევებს განიხილავდნენ, დღეს ისინი აფასებენ სახელმწიფოების კლიმატურ პოლიტიკას, ინფრასტრუქტურის მდგრადობას, ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზადყოფნასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისეფექტიანობას.
საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესია. ევროკავშირის წევრობისკენსწრაფვის პირობებში ევროპული სასამართლოების სტანდარტები თანდათან გარდაუვლად იქცევაეროვნული სამართლის ნაწილად. შესაბამისად, კლიმატის ცვლილება აღარ შეიძლება განვიხილოთმხოლოდ გარემოსდაცვითი პოლიტიკის კონტექსტში. იგი უკვე არის კონსტიტუციურიპასუხისმგებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობისერთ-ერთი მთავარი საზომი.
კლიმატის ცვლილების ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აღარ არის, შეიცვლება თუ არაკლიმატი. ეს უკვე დადგენილი რეალობაა. მთავარი კითხვა არის, რამდენად სწრაფად შეძლებენსახელმწიფოები, სასამართლოები და საზოგადოება ამ რეალობას სამართლებრივი პასუხი გასცენ. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა თანამედროვე სახელმწიფო ადამიანისყველაზე ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ღირსების ეფექტიან დაცვას XXI საუკუნეში.







