ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლება: სად გადის ზღვარი შემოქმედებასა და ალგორითმს შორის

ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლება: სად გადის ზღვარი შემოქმედებასა და ალგორითმს შორის
ბოლო რამდენიმე წელია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემები, ChatGPT, Midjourney, Stable Diffusion, Suno და მათი მსგავსი ინსტრუმენტები, რამდენიმე წამში ქმნიან ტექსტს, გამოსახულებას, მუსიკასა თუ პროგრამულ კოდს, რომელიც ვიზუალურად და შინაარსობრივად ადამიანის შემოქმედებას არაფრით ჩამოუვარდება. ამ შესაძლებლობის უკან, დგას უზარმაზარი მოცულობის მონაცემები, რომელზეც ეს სისტემები სწავლობენ. მათ შორის, მილიონობით საავტორო უფლებით დაცული ტექსტი, ფოტოგრაფიული, ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა უმეტესობა ავტორის თანხმობის გარეშეა გამოყენებული. ეს ფენომენი საავტორო სამართლის წინაშე სვამს ორ ურთიერთდაკავშირებულ, თუმცა ცალკეულ კითხვას: შეიძლება თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოები დაცულ იქნეს საავტორო უფლებით და, თუ კი, ვინ ითვლება მის ავტორად? და მეორე, არღვევს თუ არა საავტორო უფლებას ისეთი მოდელის გაწვრთნა, რომელიც დაცულ ნაწარმოებებს ავტორის ნებართვის გარეშე იყენებს სასწავლო მასალად? ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ისმის უამრავი კითხვა, თუმცა საბოლოო, ერთგვაროვანი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. საქართველოსთვისაც, ეს საკითხი არის ბუნდოვანი და ამოუწურავი, რადგან “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, შექმნილია იმ დროს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის არსებობა არც კი იყო დღის წესრიგში.
ავტორობის საკითხი: შეიძლება თუ არა მანქანა იყოს “ავტორი”?
საავტორო სამართლის საფუძველი ისტორიულად ადამიანის ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას ეყრდნობა. ბერნის კონვენციამ, რომელიც საერთაშორისო საავტორო სამართლის ქვაკუთხედია, პირდაპირ არ განსაზღვრავს ტერმინს „ავტორი“, თუმცა, ავტორობის ადამიანურობის მოთხოვნა იმდენად ფუნდამენტურია საერთაშორისო საავტორო სისტემისთვის, რომ მის გარეშე საავტორო უფლება საკუთარ „სულს“ დაკარგავდა. საავტორო სამართალი ანტროფოცენტრულია, რომლის შესაბამისადაც ადამიანი არის შემოქმედების მთავარი ფიგურანტი. ადამიანი არის ის, ვისაც შეუძლია თავისი ინტელექტუალური გონებით ნაწარმოების შექმნა.
აღნიშნული პრინციპი პრაქტიკულად გამოსცადა საქმემ Thaler v. Perlmutter, სადაც კომპიუტერული მეცნიერი სტივენ თალერი ცდილობდა დაერეგისტრირებინა საავტორო უფლება ნახატზე, რომელიც მისმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ „Creativity Machine“-მა შექმნა, ავტორად თავად სისტემის მითითებით. აშშ-ის საავტორო უფლებათა ოფისმა განაცხადზე უთხრა უარი, ხოლო კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 18 მარტს დაადასტურა, რომ ადამიანური ავტორობა საავტორო აქტის ქვაკუთხედია და ხელოვნური ინტელექტის სისტემა თავისთავად ვერ ჩაითვლება ავტორად. 2026 წლის 2 მარტს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა, რითაც ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ძალაში დარჩა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ნებისმიერი ნაწარმოები დაცვის მიღმაა, წესი მხოლოდ მოითხოვს, რომ ნაწარმოების ავტორი იყოს ადამიანი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა ინსტრუმენტად და არა თავად მანქანა.
ამავე მიმართულებით მოქმედებს აშშ-ის საავტორო უფლებათა ოფისის 2025 წლის 29 იანვრის ანგარიშიც, „Copyright and Artificial Intelligence, Part 2: Copyrightability“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პროდუქტი დაცული იქნება საავტორო უფლებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა განსაზღვრა საკმარისი შემოქმედებითი ელემენტები. საავტორო უფლებების ოფისის განმარტებით, თუნდაც ძალიან დეტალური და კომპლექსური მოთხოვნა (prompt) არ ანიჭებს ავტორს საკუთრების უფლებას გენერირებულ პროდუქტზე, რადგან ინსტრუქცია თავისი არსით ინსტრუქციაა და არა შემოქმედებითი გამოხატვა. ამის საპირისპიროდ, თუ ადამიანი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მასალას შემოქმედებითად არჩევს, აწყობს ან ცვლის, ასეთი შედეგი შეიძლება დაცული იყოს იმ ნაწილში, სადაც ადამიანური შემოქმედებითი წვლილია გამოვლენილი. ამ ნაწილში საკმაოდ სიფრთხილეა საჭირო, რადგან ყველა პროდუქტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის შესრულებული, ვერ ადასტურებს შემოქმედებითობის ელემენტს, რადგან მხოლოდ მექანიკური გამოყენება, არ არის ის პროცესი, სადაც ადამიანის ხედვა და ფიქრი ჩანს.
საქართველოს კანონმდებლობაშიც მსგავსი პრინციპია ჩადებული, თუმცა ხელოვნურ ინტელექტთან პირდაპირი კავშირის გარეშე. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნტის თანახმად, “ავტორი” არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. ეს განმარტება იმავე ლოგიკას მისდევს, რასაც აშშ-ისა და საერთაშორისო პრაქტიკა, ავტორობა ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას მოითხოვს, რაც მანქანას არ გააჩნია. თუმცა, საქართველოში ჯერჯერობით არც სასამართლო პრაქტიკა და არც საქპატენტის ოფიციალური განმარტება არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ნაწარმოების ავტორობის საკითხი კონკრეტულ შემთხვევებში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საავტორო უფლებები რეგისტრაციას არ ექვემდებარება და ადამიანი, რომელიც ნაწარმოებს შექმნის, შექმნისთანავე ითვლება ავტორად.
ტრენინგ მონაცემები: ხელოვნური ინტელექტის განვითარება თუ დარღვევა?
ავტორობის საკითხზე არანაკლებ მწვავეა მეორე პრობლემა, მართლზომიერია თუ არა საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად, ავტორის ნებართვისა და მისგან თანხმობის მიღების გარეშე.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეტაპზე ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის თვალსაზრისით ყველაზე რეზონანსული სამართლებრივი დავა ეხება The New York Times-ის სარჩელს OpenAI-სა და Microsoft-ის წინააღმდეგ. 2023 წლის დეკემბერში აღძრული სარჩელის თანახმად, მოპასუხე კომპანიებმა გაზეთის მილიონობით საავტორო სტატია ChatGPT-ის მოდელის გასაწვრთნელად შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე გამოიყენეს. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალურმა სასამართლომ 2025 წლის 4 აპრილს გამოსცა შუალედური დადგენილება, რომლითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოპასუხეთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა ძირითადი, პირდაპირი და ხელშემწყობი საავტორო უფლებების დარღვევის პრეტენზიები არსებითი განხილვისთვის ძალაში დატოვა. საქმე ამჟამად მტკიცებულებათა მოძიებისა და გაცვლის ეტაპზეა, რის გამოც საბოლოო პრეცედენტული გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. ანალოგიური სამართლებრივი პრობლემატიკა იკვეთება საქმეში Getty Images v. Stability AI, სადაც დავის საგანს ხელოვნური ინტელექტის მოდელების უნებართვო გაწვრთნა და ვიზუალური ნაწარმოებების თანხმობის გარეშე გამოყენება წარმოადგენს. აღნიშნულ ჭრილში, უნებართვო ექსპლუატაციის გარდა, მთავარ გამოწვევად ვლინდება ინტერესთა ფუნდამენტური დილემა: ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტის ევოლუციის, მისი ალგორითმების დახვეწისა და მომხმარებელთათვის მაღალკვალიფიციური პროდუქტის შეთავაზებისათვის მასობრივი მონაცემების დამუშავება ტექნოლოგიურ აუცილებლობას წარმოადგენს; მეორე მხრივ კი, ეს ინოვაციური პროცესი უნდა წარიმართოს მართლზომიერების ფარგლებში, ორიგინალური კონტენტის შემქმნელთა ნებისა და მათი თუ ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების სრული პატივისცემით.
ევროკავშირის მიდგომა: გამჭვირვალობა როგორც კომპრომისი
ევროკავშირმა, განსხვავებით აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოსგან, სადაც სამართლებრივილანდშაფტი ძირითადად სასამართლო პრეცედენტების გზით ყალიბდება, აღნიშნული პრობლემისგადაჭრა პირდაპირ საკანონმდებლო დონეზე არჩია. ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის53-ე მუხლი ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის მოდელების პროვაიდერებს აკისრებსორ ფუნდამენტურ ვალდებულებას.
პირველი, შეიმუშაონ და განახორციელონ პოლიტიკა ევროკავშირის საავტორო სამართალთანშესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, პატივი სცენ უფლების მფლობელთა მიერ ტექსტისა დამონაცემთა მოპოვების გამონაკლისიდან გამოსვლის ექსკლუზიურ უფლებას, რომლის შესაბამისადაც, ავტორს უნდა ჰქონდეს უარის თქმის უფლება, რაც მისი ფუნდამენტური უფლებაა.
დასკვნა: რა უნდა იცოდნენ ქართველმა შემოქმედებმა და ბიზნესებმა
არსებული საერთაშორისო პრაქტიკიდან რამდენიმე პრაქტიკული დასკვნის გამოტანა შეიძლება. პირველი, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ, არსებითი ადამიანური შემოქმედებითი წვლილის გარეშე გენერირებული ტექსტი, სურათი თუ მუსიკა, ვერ ისარგებლებს საავტორო დაცვით, არც საქართველოში და საერთაშორისო იურისდიქციაში. ეს დასკვნა გამომდინარეობს 2026 წლის მოცემულობით. შესაბამისად, სამომავლოდ შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის იმდენად განვითარება, რომ მისთვის შესაძლებელი გახდეს ავტორობის მინიჭება, მაგრამ 2026 წლის მოცემულობით, ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ავტორად ყოფნა.
ნაშრომში განვითარებული თეორიული და პრაქტიკული ანალიზის საფუძველზე, მიზანშეწონილია რამდენიმე ფუნდამენტური რეკომენდაციის გამოყოფა:
პირველი, იმ შემოქმედთათვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს დამხმარე ინსტრუმენტად იყენებენ, აუცილებელია წინასწარ დააფიქსირონ და შეინახონ საკუთარი შემოქმედებითი წვლილის დამადასტურებელი მასალები. ეს გულისხმობს პროცესუალურ დოკუმენტირებას, რაც მოიცავს ტექსტურ მითითებებს (პრომპტებს), ნაწარმოების შემდგომ რედაქტირებას, კომპონენტების შერჩევასა და კომპოზიციურ გადაწყვეტილებებს. სამომავლოდ, პოტენციური სამართლებრივი დავის შემთხვევაში, აღნიშნული მტკიცებულებები შემოქმედს დაეხმარება ორიგინალობისა და ავტორობის პრეზუმფციის ობიექტურად დასაბუთებაში.
მეორე, ბიზნესსუბიექტებმა, რომლებიც ახდენენ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ინტეგრირებას ან მათ უშუალო დეველოპმენტს, მკაცრად უნდა გააკონტროლონ მონაცემთა ბაზები. მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ალგორითმების გასაწვრთნელად გამოყენებულ მასალებზე არსებობდეს კანონიერი წვდომის სამართლებრივი საფუძველი (ლიცენზია ან ნებართვა). ეს კონტროლი განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპულ ბაზართან ინტერაქციის შემთხვევაში, სადაც ხელოვნური ინტელექტის აქტის მიერ დაწესებული გამჭვირვალობის მკაცრი ვალდებულებები უკვე იმპერატიულად მოქმედებს.
მესამე, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის განვითარების დინამიკისათვის ყურადღებით მიდევნება, რითაც აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა.
დაუკავშირდით ავტორს
გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.
წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე

შპს vs ინდივიდუალური მეწარმე საქართველოში: რომელია სწორი უცხოელებისთვის (2026)

პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის საქართველოში: რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ 2026 წელს
პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის საქართველოში: რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ 2026 წელს
შესავალი: რა შეიცვალა 2026 წლის 2 მარტს? 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდა და მისი ფუნქციები - ზედამხედველობა, შემოწმებები, ინციდენტების განხილვა, სუბიექტების განცხადებების მიღება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა. ეს ცვლილება ღია კითხვებს ბადებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სპეციალიზებული, ცალ-ცალკე ჩამოყალიბებული ინსტიტუცია იყო, ხოლო სახელწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადიმანდატი სახელმწიფო ფინანსების კონტროლია. ახალი სტრუქტურის სპეციალიზებული კომპეტენციადა სიჩქარე ჯერ კიდევ გამოსაცდელია. ბიზნესმა და სამოქალაქო სექტორმა ამ განვითარებასყურადღებით უნდა ადევნოს თვალი. რა არ შეიცვალა: კანონის მოთხოვნები - ვალდებულებები, ჯარიმები, სუბიექტების უფლებები - სრულ ძალაშია. ოფიციალური საკონტაქტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური - sao.ge
ნაწილი I: ვის ეხება კანონი?
კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ვრცელდება ყველა პირსა თუ ორგანიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური ან ნახევრად ავტომატური საშუალებებითამუშავებს მონაცემებს; ან საქართველოს ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული, მაგრამ საქართველოში არსებულიტექნიკური საშუალებებით ამუშავებს ადგილობრივ მონაცემებს. ეს ნიშნავს, რომ კანონი ეხება: ყველა კომპანიას, დაწესებულებას, სადაც მიმდინარეობს ადამიანის პერსონალური მონაცემების დამუშავება. ვიდეო, აუდიომონიტორინგი . გამონაკლისი: ფიზიკური პირის სრულიად პირადი და საოჯახო საქმიანობა, რომელსაც სამეწარმეოან პროფესიულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, კანონის მოქმედება არ ვრცელდება იურიდიული პირის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. კანონის ორიენტირი არის ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები.

განქორწინება საქართველოში: პროცედურა, ვადები და ადვოკატის როლი

რატომ არ იღებენ საბანკო ანგარიშებს 2026 წელს საქართველოში და როგორ შემიძლია მათი გახსნა?

აქვს თუ არა ბანკებს უფლება დაბლოკოს კლიენტის ანგარიშები ?

ChatGPT-ის მიერ შექმნილი კონტენტი ვისია? კანონის განმარტება 2026
1. შეიძლება თუ არა ხელოვნური ინტელექტი, როგორიცაა ChatGPT, ჩაითვალოს ნაწარმოების ავტორად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით?
არა, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საავტორო უფლება ეკუთვნის მხოლოდ ფიზიკურ პირს (ადამიანს), რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითმა საქმიანობამ შექმნა ნაწარმოები. ხელოვნური ინტელექტის სისტემები არ შეიძლება იყვნენ ავტორები, ამიტომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტს არ აქვს ადამიანის ნაწარმოებებისთვის მინიჭებული ავტომატური საავტორო უფლებების დაცვა.
2. ვის ეკუთვნის ChatGPT-ის მიერ გენერირებული შედეგები და შემიძლია თუ არა მისი კომერციულად გამოყენება?
OpenAI-ის გამოყენების პირობების თანახმად, გენერირებული შედეგები ეკუთვნის მომხმარებელს (დათქმებით, როგორიცაა OpenAI-ის უფლება გამოიყენოს მონაცემები მოდელის გასაუმჯობესებლად). კომერციული გამოყენება დაშვებულია, თუ დაიცავთ პლატფორმის წესებს, მაგრამ შესაძლოა მაინც არსებობდეს ისეთი სამართლებრივი რისკები, როგორიცაა პლაგიატი ან ორიგინალურობის ნაკლებობა.
3. რა არის ძირითადი სამართლებრივი რისკები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის გამოყენებისას?
ძირითადი რისკებია ორიგინალურობის ნაკლებობა, რაც იწვევს პლაგიატს ან საავტორო უფლებების დარღვევას (თუ დაფუძნებულია დაცულ ნაწარმოებებზე), კლიენტების მხრიდან ავტორობასთან დაკავშირებული პოტენციური დავები და განვითარებადი საერთაშორისო პრაქტიკა (მაგ., აშშ-ის საავტორო უფლებების ოფისი მოითხოვს მნიშვნელოვან ადამიანურ წვლილს დაცვისთვის). თითოეული ნამუშევარი საჭიროებს ინდივიდუალურ ანალიზს.
