Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სტატიებზე დაბრუნება
  1. ბლოგი
  2. Legal.Ge ამბები
  3. თქვენი ხმა არის აქტივი
თემის გზა
  1. ბლოგი
  2. Legal.Ge ამბები
  3. თქვენი ხმა არის აქტივი
Legal.Ge ამბები

თქვენი ხმა არის აქტივი

4 წთ·6 მაი 2026ლიანა ზაგაშვილი
თქვენი ხმა არის აქტივი

თქვენი ხმა არის აქტივი

კანონმდებლობა და უცხოური პრაქტიკა, ჯერ მხოლოდ ეხლა იწყებს აღნიშნული საკითხის წინ წამოწევასა და განიხლვას.

საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს იმით, რაც სასამართლოებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ: შეიძლება თუ არა თქვენი ხმის ჟღერადობა, არა მისი ჩანაწერი, არამედ მისი ხარისხი, მისი ნიმუში, ის, თუ როგორ არის ის თქვენთვის ამოსაცნობი, დაცული იყოს როგორც სასაქონლო ნიშანი. ეს შეკითხვა, რომელიც ოდესღაც აკადემიურად მოგვეჩვენებოდა, ახლა შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისში აქტიური განაცხადების საგანია.

2026 წლის 24 აპრილს, ტეილორ სვიფტის კომპანიამ, TAS Rights Management-მა, USPTO-ში სამი სასაქონლო ნიშნის განაცხადი წარადგინა. ორი არის ხმოვანი ნიშანი, ერთი მოიცავს ფრაზას „Hey, it’s Taylor Swift“, მეორე კი „Hey, it’s Taylor“. მესამე არის ვიზუალური ნიშანი: მისი Eras Tour-ის სპეციფიკური სასცენო გამოსახულება, რომელიც განაცხადში ზუსტი დეტალებით არის აღწერილი.

ეს არ არის მხოლოდ პრევენციული ხასიათის რეგისტრაციები, რომლებიც სიფრთხილის გამო განხორციელდა. ეს გახლავთ მიზანმიმართული სამართლებრივი სტრატეგია, რომელიც სპეციალურად არსებული კანონმდებლობის ერთ-ერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. კერძოდ, საუბარია საავტორო სამართლის უუნარობაზე, ჯეროვნად უპასუხოს ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული იმიტაციების გამოწვევას.

ტეილორ სვიფტამდე, 2026 წლის იანვარში, მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ უკვე წარადგინა სასაქონლო ნიშნების სერია, რომელიც მოიცავს საკუთარ გამოსახულებებს, ვიდეოებსა და აუდიოჩანაწერებს, მათ შორის ხმოვანი სავაჭრო ნიშანი მისი საფირმო ფრაზისთვის „Alright, alright, alright“. მაკკონაჰის იურიდიულმა ჯგუფმა წარმატებით მოიპოვა ეს დაცვა, რითაც ის გახდა პირველი A-კლასის ვარსკვლავი, რომელმაც ეს გზა გამოსცადა. ტეილორ სვიფტი ახლა მეორეა.

რატომ არ გამოიყენება საავტორო უფლება ან საჯაროობის უფლება?

საავტორო უფლება ორიგინალურ შემოქმედებით ნამუშევრებს პირდაპირი რეპროდუცირებისგან იცავს. იგი ძლიერი, კარგად ჩამოყალიბებული და ფედერალურ დონეზე აღსრულებადი მექანიზმია. თუმცა, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ხმა, რომელიც, მაგალითად, ტეილორ სვიფტის იმიტაციას ახდენს, არ აკოპირებს არცერთ კონკრეტულ ჩანაწერს, რომლის მფლობელიც მომღერალია. ეს არის სინთეზური ქმნილება, ნიმუშებზე გაწვრთნილი და არა საწყისი მასალისგან პირდაპირ კოპირებული. საავტორო უფლება, კანონმდებლობის ამჟამინდელი მდგომარეობით, ამგვარ შემთხვევებს არ მოიცავს. თუნდაც, საქართველოს "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი, პირდაპირ განმარტავს, რომ საავტორო უფლების ობიექტია ადამიანის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი ნაწარმოები. ამ შემთხვევაში, ნაწარმოებია ყველაფერი, რასაც ადამიანი შექმნის, გამოხატავს და ისეთი ფორმით წარმოაჩენს, რომელიც შესაძლებელია აღქმულ იქნას.

ხელოვნური ინტელექტის არსებობასთან ერთად, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგება საზოგადოება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ღრმა დაკვირვების შედეგად, შესაძლებელია იმის ამოცნობა, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებულია თუ არა თუნდაც ამა თუ იმ ვიზუალური მასალის შესაქმნელად, შეიძლება ასე მარტივად ამოსაცნობი არ იყოს ხმის იმიტაციის შემთხვევაში.

საჯაროობის უფლება (Right of Publicity), იურიდიული დოქტრინა, რომელიც ინდივიდებს საკუთარი სახელის, გამოსახულებისა და მსგავსების კომერციულ გამოყენებაზე კონტროლის საშუალებას აძლევს, ამ კონტექსტში უფრო შეიძლება შესაფერისად ჯდება. თუმცა, მას სტრუქტურული ხარვეზი აქვს: ეს უფლება მხოლოდ შტატების დონეზე არსებობს და იურისდიქციებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია. ზოგიერთი შტატი მას სიკვდილის შემდეგაც იცავს, ზოგი კი, არა. ზოგი მას ნებისმიერ პირზე ავრცელებს, ზოგი კი მხოლოდ კომერციულად ღირებული იდენტობის მქონე პირებზე. რამდენიმე შტატი საერთოდ არ ცნობს ამ უფლებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სახელის უფლება პრინციპულად განსხვავებული სამართლებრივი ბუნებით ხასიათდება და იგი, უპირატესად, პირადი არაქონებრივი უფლებების ჭრილშია დაცული. ამ შემთხვევაში კონტექსტი სპეციფიკურია: სახელის უფლება გულისხმობს ავტორის პრეროგატივას, მოითხოვოს საკუთარი სახელის მითითება ნაწარმოებზე სათანადო წესით. შესაბამისად, ქართული კანონმდებლობის ეს ინსტიტუტი მოცემულ საკითხში ვერ გამოდგება ეფექტიან სამართლებრივ ბერკეტად, რადგან იგი ავტორის პერსონალურ კავშირს იცავს ნამუშევართან და არა ინდივიდის იდენტობის (ხმის, გამოსახულების) კომერციულ ექსპლუატაციას ხელოვნური ინტელექტის მიერ.


რეალურად პრობლემა დაიწყო 2024 წლის იანვარში, ტეილორ სვიფტის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პორნოგრაფიული სურათები გავრცელდა X-ზე ისეთი მასშტაბით, რამაც გამოააშკარავა, თუ რამდენად მოუმზადებელი იყო არსებული პლატფორმები და კანონები რეაგირებისთვის. ერთმა პოსტმა 47 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, სანამ ანგარიში დაიბლოკებოდა. X-მა დაბლოკა სვიფტის სახელის ყველა ძებნა, უხეში, დროებითი ზომა, რომელმაც აჩვენა რაიმე რეალური სამართლებრივი ან ტექნიკური მექანიზმის არარსებობა. თეთრმა სახლმა სიტუაცია „განგაშის გამომწვევად“ შეაფასა. კონგრესმა აღშფოთება გამოხატა, მაგრამ კანონმდებლობა არაფერი არც მიღებულა და არც დაკორექტირებულა. საქართველოს კანონმდებლობაც, როგორც "სასაქონლო ნიშნების შესახებ", ისე "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" არის სრულად მოუმზადებელი, რადგან ეს კანონმდებლობები იმ დროს შეიქმნა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის საკითხი არც კი იდგა დღის წესრიგში, შესაბამისად სრულად მოუმზადებელია ტექნოლოგიურ გამოწვევებთან.

რეალურად, ტეილორ სვიფტის მიერ შეტანილი განაცხადები არ გულისხმობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ხმოვანი თუ ვიზუალური იმიტაციების პრობლემა დღის წესრიგიდან მოიხსნება. მისი იურისტების სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია პრიორიტეტის მოპოვებისკენ: იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მის ხმას ან სცენურ სახეს სხვა ვიზუალურ მასალაში გამოიყენებს, მომღერალს ექნება სამართლებრივი უპირატესობა, რადგან მასზე წინასწარი განაცხადი უკვე რეგისტრირებული იქნება.

მართალია, კითხვა კვლავ ბევრია და მათი უმეტესობა, სამწუხაროდ, პასუხგაუცემელია.ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში უკიდურესად რთულია ყველა გამოწვევაზე ოპერატიული რეაგირება და მყისიერად ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება.

ლიანა ზაგაშვილი

ავტორის გვერდი

გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე

ტროას ცხენი თქვენს პროდუქტში: რატომ არის ღია კოდის ლიცენზიები სამართლებრივი რისკი და არა მხოლოდ ტექნიკური არჩევანი

ტროას ცხენი თქვენს პროდუქტში: რატომ არის ღია კოდის ლიცენზიები სამართლებრივი რისკი და არა მხოლოდ ტექნიკური არჩევანი

5 ოქტ 2026
Legal.Ge-ს ეკოსისტემას legaltools.ge დაემატა

Legal.Ge-ს ეკოსისტემას legaltools.ge დაემატა

უფასო, კონფიდენციალური PDF-ხელსაწყოები, რომლებიც სრულად თქვენს ბრაუზერში მუშაობს — თქვენი დოკუმენტები არსად იტვირთება.
9 ივნ 2026
სასაქონლო ნიშანი უკვე დაკავებულია? - გაიგე სანამ გვიანი არ იქნება

სასაქონლო ნიშანი უკვე დაკავებულია? - გაიგე სანამ გვიანი არ იქნება

14 მაი 2026
ვემზადებით GTWT-სთვის! 💼⚡

ვემზადებით GTWT-სთვის! 💼⚡

Legal.Ge მოხარულია გაცნობოთ, რომ 2026 წლის 19-21 ივნისს, ჩვენი გუნდი მონაწილეობას მიიღებს წლის ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში — Global Tech Weekend Tbilisi (GTWT).
8 მაი 2026
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი — საქართველოში მოქმედი იურისტი: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, ხელოვნური ინტელექტი და საავტორო სამართალი.
11 ოქტ 2026
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი ლიანა ზაგაშვილი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი.
11 ოქტ 2026