სტატიებზე დაბრუნება
თემის გზა
Legal.Ge ამბები

სასაქონლო ნიშანი უკვე დაკავებულია? - გაიგე სანამ გვიანი არ იქნება

სასაქონლო ნიშანი უკვე დაკავებულია? - გაიგე სანამ გვიანი არ იქნება

სასაქონლო ნიშანი უკვე დაკავებულია? - გაიგე სანამ გვიანი არ იქნება

ბრენდის სახელი გაქვს, ლოგო შეიქმნა, ბიზნესი იწყება და ახლა გინდა სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირო. მაგრამ სანამ განაცხადს შეიტან, ერთი ნაბიჯია სავალდებულო: შეამოწმე, ხომ არ არის შენი ნიშანი უკვე დაკავებული.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

„სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქპატენტი უარს იტყვის შენს განაცხადზე, თუ შენი ნიშანი იდენტური ან მსგავსია უკვე დარეგისტრირებული ნიშნისა. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ სახელმწიფო გადასახადი ამ შემთხვევაში არ გიბრუნდება.

საქართველოში მოქმედებს „პირველი რეგისტრაციის" პრინციპი და ვინც პირველი დარეგისტრირდა, მას ეკუთვნის ნიშანი. ბრენდის წლობით გამოყენება კი ავტომატური სამართლებრივი დაცვის გარანტია არ არის.

თუ ბრენდს იყენებ რეგისტრაციის გარეშე, არ ნიშნავს იმას, რომ ბრენდის გამოყენების წლები უპირატესობას განიჭებს. განაცხადის შეტანის დროს, შესაძლებელია მითითება პრიორიტეტის დადგენის შესახებ, რომლის შესაბამისადაც პრიორიტეტი გენიჭება განაცხადის შეტანის დღეს.

შესაბამისად, იმისათვის რომ თავი დაიზღვიო https://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/3/ შედიხარ აღნიშნულ ვებ-გვერდზე და ამოწმებ:

შემოწმება სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით:

ნიშნის სიტყვიერი ნაწილის ძიების შემთხვევა:

კლასის ძიების შემთხვევა

ნიშნის სიტყვიერი ნაწილი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის ნომერი

  1. ნიშნის სიტყვიერი ნაწილის ძიების შედეგად, თქვენ შეძლებთ ნახოთ მსგავსი სახელოდებით, ან/და იდენტური დასახელებით ნიშნის შემოწმებას

  1. საძიებო სისტემა საშუალებას იძლევა ასევე შეამოწმოთ კონკრეტულ კლასში რა ნიშნებია რეგისტრირებული

პრაქტიკული რჩევა: ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა და ამ ნაწილით ძიებას, თუ სასაქონლო ნიშნის სახელწოდება არ იცით არ გირჩევთ.

განმცახებელი, მფლობელი, კლასი, შეტანის თარიღი

  1. გარდა იდენტური და მსგავსის, საძიებო სისტემის საშუალებით ნახავთ სასაქონლო ნიშნის დასახელება თუ შეიცავს სხვა ნიშანს ან/და წარმოადგენს თარგს

  1. სახელწოდების ცოდნასთან ერთად, კონკრეტულ კლასში ნიშნის ძიება მიგიყვანთ ზუსტი სასაქონლოს ნიშნის განაცხადზე.

როდესაც შემოწმებას დაასრულებთ, თუ აღმოჩნდა რომ მსგავსი ნიშანი უკვე რეგისტრირებულია ან/და მსგავსი ნიშანი უკვე არსობს საქპატენტის ბაზაში და ნიშანი არის რეგისტირებული (არ არის შეწყვეტილი, ვადა გასული) გაიარეთ იურისტთან კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ ახალი ნიშნის შემუშავებასა და რეგისტრაციის პროცესში.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე

როგორ ვიპოვოთ გერმანულენოვანი ადვოკატი საქართველოში

გერმანულენოვანი ადვოკატი საქართველოში: legal.ge-ზე გერმანულად ხუთი ვერიფიცირებული სპეციალისტი მუშაობს, ოთხი მათგანი თბილისში. მისწერეთ რამდენიმეს ერთი კითხვით.

როგორ ვიპოვოთ თურქულენოვანი ადვოკატი საქართველოში

თურქულენოვანი ადვოკატი საქართველოში: legal.ge-ზე თურქულად მომუშავე ვერიფიცირებულ სპეციალისტებს თბილისსა და ბათუმში იპოვით. მიუთითეთ ენა კითხვაში.

როგორ ვიპოვოთ შრომის სამართლის ადვოკატი საქართველოში

სამსახურიდან გათავისუფლება, შრომითი ხელშეკრულება ან დავა დამსაქმებელთან? legal.ge-ზე საქმე რამდენიმე ვერიფიცირებულ შრომის ადვოკატს ერთდროულად გაუგზავნეთ.

როგორ ვიპოვოთ ადვოკატი რუსთავში

როგორ ვიპოვოთ ადვოკატი რუსთავში: legal.ge-ზე რუსთავში 15 ვერიფიცირებული სპეციალისტი მუშაობს, ყველა მათგანი თბილისშიც. გაფილტრეთ სფეროთი ან ჰკითხეთ რამდენიმეს.

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს იურისტები მუშაობენ ამ სტატიასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროებში

ყველა სპეციალისტი

დაკავშირებული სერვისები