Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სტატიებზე დაბრუნება
  1. ბლოგი
  2. ადვოკატთა ასოციაცია
  3. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები
  4. GBA არჩევნები 2025
  5. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადვოკატთა ასოც…
თემის გზა
  1. ბლოგი
  2. ადვოკატთა ასოციაცია
  3. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები
  4. GBA არჩევნები 2025
  5. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადვოკატთა ასოც…
წაიკითხეთ:English|Русский
GBA არჩევნები 2025

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადვოკატთა ასოციაციასა და ცესკოს შორის

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დავით ასათიანმა და გიორგი კალანდარიშვილმა მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ასოციაციის კორპორაციულ არჩევნებში ცესკოს ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც პროცესის მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს.
2 წთ·27 ნოე 2025admin
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადვოკატთა ასოციაციასა და ცესკოს შორის

🔷საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიას (ცესკო) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

🔹მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობასა და საარჩევნო პროცესებში, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ნოვაციების შესახებ ასოციაციის წევრთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, რაც თანამედროვე საარჩევნო გარემოში ტექნოლოგიური ნოვაციების სწრაფი ტემპით განვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ურთიერთთანამშრომლობას მოიცავს.

🔹მხარეები ადვოკატთა ასოციაციის მართვის ორგანოების არჩევნების პროცესში ითანამშრომლებენ, რაც ასოციაციის მიერ პროცესის ეფექტიანად ორგანიზებაში ცესკოს ტექნოლოგიურ და ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ცესკოსთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ადვოკატთა ასოციაციას, როგორც დამოუკიდებელ თვითმმართველობას, საშუალებას მისცემს, მოახლოებული კორპორაციული არჩევნები მაღალ დონეზე, ეფექტიანად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩავატაროთ, რაშიც ცესკოს მხარდაჭერა ტექნოლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში სამაგალითო და მოდელური არჩევნები გვექნება“,- განაცხადა დავით ასათიანმა.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც წარმოადგენს მყარ საფუძველს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ აქტივობაში. ასევე, აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდილების გაზიარებასა და სათანადო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა ინსტიტუციამ შეძლოს კორპორაციული არჩევნების ეფექტიანად და მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირება“, -აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

admin

ავტორის გვერდი

გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე

ადვოკატთა ასოციაციის 2025 წლის არჩევნების გზამკვლევი

ადვოკატთა ასოციაციის 2025 წლის არჩევნების გზამკვლევი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება 2025 წლის 13-14 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“ (აკაკი წერეთლის გამზირი №118, თბილისი). წინამდებარე გზამკვლევი დეტალურად განმარტავს ყველა იმ საკითხს, რაც წევრებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა იცოდნენ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
8 დეკ 2025