Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

  1. ბლოგი
  2. სამართალი
  3. What Changes for Foreign Spouses of Georgian Cit…
წაიკითხეთ:English|Русский
სამართალი

What Changes for Foreign Spouses of Georgian Citizens from September 1, 2026?

From September 1, 2026, new residence permit rules apply to foreign spouses of Georgian citizens. The new procedure introduces additional requirements, including verification of the genuineness of the marriage, interviews and possible residence checks
6 წთ·მია ზოიძე·"გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"
What Changes for Foreign Spouses of Georgian Citizens from September 1, 2026?

რა იცვლება საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლის ბინადრობის მიღების პროცედურაში? - 2026 წლის 1 სექტემბრის ცვლილებები

2026 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესი მნიშვნელოვნად იცვლება.
ცვლილება ეხება როგორც ბინადრობის ნებართვის სახესა და მოქმედების ვადას, ისე თავად განხილვის პროცედურას. ახალი წესით სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა შეამოწმოს არა მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი, არამედ ისიც, რეალურად არსებობს თუ არა ოჯახური კავშირი და ოჯახის შექმნის ნამდვილი მიზანი.

ახალი რეგულაციები ეფუძნება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2026 წელს განხორციელებულ ცვლილებებს. დეტალური პროცედურა კი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს №416 და №417 დადგენილებებით განისაზღვრა. ორივე დადგენილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ბინადრობის ნებართვის ახალი სახე

საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლისთვის შემოდის ცალკე კატეგორია, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა.

ნებართვა პირველად 1 წლის ვადით გაიცემა. მისი გაგრძელება შესაძლებელია თითოეულ ჯერზე 2 წლით, თუმცა ამ საფუძვლით ბინადრობის საერთო პერიოდი 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

5 წლის გასვლის შემდეგ, თუ ქორწინება კვლავ არსებობს და კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილებულია, შესაძლებელი ხდება მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღება.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება უცხოელი მეუღლისთვის აღარ იქნება მუდმივი ცხოვრების ნებართვის უშუალო საფუძველი. ახალი სისტემა ეტაპობრივ მოდელს ადგენს: პირველ ეტაპზე გაიცემა მეუღლის ბინადრობის ნებართვა, ხოლო 5-წლიანი პერიოდის შემდეგ შეიძლება დადგეს მუდმივი ცხოვრების ნებართვის საკითხი.

როგორ შემოწმდება ოჯახური კავშირის ნამდვილობა?

ახალი წესის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის შემოწმებაა.

ამისთვის იქმნება 6-წევრიანი უწყებათაშორისი კომისია. მასში შედიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 თანამშრომელი.

კომისია სწორედ საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებებს განიხილავს ოჯახური კავშირის ნამდვილობის ნაწილში.

შესაბამისად, ქორწინების მოწმობა კვლავ აუცილებელი დოკუმენტია, თუმცა მხოლოდ მისი არსებობით ადმინისტრაციული წარმოება აღარ დასრულდება.

მეუღლეებთან გასაუბრება

კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მეუღლეები ვალდებული არიან გამოცხადდნენ გასაუბრებაზე, მისცენ ახსნა-განმარტებები და წარადგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი შესაძლო მტკიცებულებები და დოკუმენტები.

კომისიას შეუძლია მეუღლეებს გაესაუბროს ერთად ან ცალკ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი გასაუბრების ჩატარებაც.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტებს, არამედ წყვილის მიერ ოჯახური ცხოვრების შესახებ მიწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრულობასა და საერთო სურათსაც.

როგორ ხდება გასაუბრებაზე დაბარება?

ეს ახალი წესის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ნაწილია.

გასაუბრებაზე დაბარება ხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი ოქმის გამოქვეყნების გზით.

დაბარების ოქმი ჩაბარებულად ითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

ამიტომ განმცხადებლისთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის აქტიური კონტროლი. მხოლოდ სატელეფონო ზარის ან ელექტრონული წერილის მოლოდინი შეიძლება საკმარისი არ იყოს.

შესაძლებელია თუ არა საცხოვრებელი ადგილის შემოწმება?

დიახ.

კომისიას შეუძლია წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია გადაამოწმოს ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებით და შესაბამისი პირების გამოკითხვით.

ადგილზე გასვლას უნდა ესწრებოდეს კომისიის სულ მცირე 2 წევრი, რომლებიც მინიმუმ ორ სხვადასხვა უწყებას წარმოადგენენ.

დათვალიერების შედეგად დგება ოქმი. საჭიროების შემთხვევაში მას შეიძლება დაერთოს ფოტო, ვიდეომასალა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადგილზე აღმოჩენილ გარემოებებს ადასტურებს.

ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე პირდაპირ აქვს მინიჭებული შესაძლებლობა რეალური ოჯახური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმოს.

რა ხდება კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში?

თუ მეუღლეები არ თანამშრომლობენ კომისიასთან, არ გამოცხადდებიან გასაუბრებაზე, უარს განაცხადებენ საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებაზე ან სხვაგვარად არ შეასრულებენ კანონით გათვალისწინებულ თანამშრომლობის ვალდებულებას, ეს შეიძლება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძველი გახდეს.

ასეთ შემთხვევაში კომისია ადგენს ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დაუდგენლობის შესახებ ოქმს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს შემთხვევა არ აგვერიოს ფიქციური ქორწინების შესახებ ეჭვში. კომისიასთან არასათანადო თანამშრომლობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ქორწინება ფიქციურად იქნა მიჩნეული.

რა ხდება ფიქციური ქორწინების ეჭვის შემთხვევაში?

თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია, იგი შესაბამის მასალებს უგზავნის საგამოძიებო ორგანოს საქართველოს მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასალების ასლი ეგზავნება საქართველოს პროკურატურასაც.

თუ გამოძიება დაიწყო, ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.

ამიტომ ასეთმა შემთხვევამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ადმინისტრაციული წარმოების ხანგრძლივობა.

რა დოკუმენტებია საჭირო?

საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარადგინოს:

  1. დადგენილი ფორმის განცხადება;

  2. სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

  3. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  4. ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  5. უცხოელის ან საქართველოს მოქალაქის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  6. ფერადი ფოტოსურათი;

  7. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შემოსავლად შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხაც. მისი ოდენობა ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები.

რა ვადაში განიხილება განცხადება?

საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადებას სააგენტო 90 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.

ეს ვადა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომელთა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადა შეზღუდულია. განაცხადის წარდგენის დრო წინასწარ უნდა დაიგეგმოს და გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ახალი კატეგორიისთვის განხილვის პერიოდი შესაძლოა სამი თვე გაგრძელდეს.

რა ხდება 2026 წლის 1 სექტემბრამდე შეტანილ განცხადებებზე?

ახალი წესები უკვე მიმდინარე საქმეზეებზე არ გავრცელდება.

საქართველოს მთავრობის №416 დადგენილება ადგენს, რომ 2026 წლის 1 სექტემბრამდე წარდგენილ განცხადებებზე საქმისწარმოება დასრულდება იმ წესით, რომელიც დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედებდა.

ამიტომ 1 სექტემბრამდე და 1 სექტემბრიდან შეტანილი განცხადებები სხვადასხვა სამართლებრივ რეჟიმში ექცევა.

შესაძლებელია თუ არა უარის გასაჩივრება?

დიახ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბინადრობის ნებართვის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ საჩივრდება. იგი შეიძლება გასაჩივრდეს პირდაპირ სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

ამასთან, კომისიის მიერ ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობასთან დაკავშირებით შედგენილი ოქმი დამოუკიდებლად გასაჩივრებას არ ექვემდებარება. იგი ადმინისტრაციული წარმოების ნაწილია.

10-დღიანი გასაჩივრების ვადა საკმაოდ მოკლეა. ამიტომ უარის მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების დროულად შეფასება.

რას ნიშნავს ეს ცვლილებები პრაქტიკაში?

2026 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლისთვის ბინადრობის ნებართვის მიღება უფრო დეტალურ შემოწმებასთან დაკავშირებული პროცედურა გახდება.

განმცხადებლისთვის მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, არამედ სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაციის კონტროლი, გასაუბრებაზე დროულად გამოცხადება, კომისიასთან თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში რეალური ოჯახური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოებების წარმოდგენა.

განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ოთხი საკითხი: ახალი ნებართვა თავდაპირველად მხოლოდ 1 წლით გაიცემა, განცხადების განხილვას 90 კალენდარული დღე ეთმობა, კომისიას საცხოვრებელი ადგილის შემოწმებაც შეუძლია, ხოლო უარის სასამართლოში გასაჩივრების ვადა მხოლოდ 10 კალენდარული დღეა.

ამიტომ კონკრეტული საქმის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების შესრულება, არამედ ახალი პროცედურის თავისებურებების წინასწარ გათვალისწინებაც.

მია ზოიძე
ადვოკატი, დამფუძნებელი პარტნიორი
Giorgi Pantsulaia & Partners

Mia Zoidze

დაუკავშირდით ავტორს

გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.

წაიკითხეთ მეტი ამ თემაზე

შპს vs ინდივიდუალური მეწარმე საქართველოში: რომელია სწორი უცხოელებისთვის (2026)

შპს vs ინდივიდუალური მეწარმე საქართველოში: რომელია სწორი უცხოელებისთვის (2026)

შპს-სა და ინდივიდუალური მეწარმის სტატუსს შორის არჩევანის გაკეთება საქართველოში ბიზნესის კეთების მსურველი უცხოელებისთვის პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს სახელმძღვანელო ადარებს პირად პასუხისმგებლობას, მცირე ბიზნესის 1%-იან ბრუნვის რეჟიმს მოგებაზე დაფუძნებულ დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან, დაფუძნების ხარჯებთან და დროსთან — და იძლევა მკაფიო წესს, თუ რომელი სტრუქტურა რომელ დამფუძნებელს შეეფერება.
პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის საქართველოში: რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ 2026 წელს

პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის საქართველოში: რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ 2026 წელს

პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის საქართველოში: რა უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ 2026 წელს

შესავალი: რა შეიცვალა 2026 წლის 2 მარტს? 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდა და მისი ფუნქციები - ზედამხედველობა, შემოწმებები, ინციდენტების განხილვა, სუბიექტების განცხადებების მიღება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა. ეს ცვლილება ღია კითხვებს ბადებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სპეციალიზებული, ცალ-ცალკე ჩამოყალიბებული ინსტიტუცია იყო, ხოლო სახელწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადიმანდატი სახელმწიფო ფინანსების კონტროლია. ახალი სტრუქტურის სპეციალიზებული კომპეტენციადა სიჩქარე ჯერ კიდევ გამოსაცდელია. ბიზნესმა და სამოქალაქო სექტორმა ამ განვითარებასყურადღებით უნდა ადევნოს თვალი. რა არ შეიცვალა: კანონის მოთხოვნები - ვალდებულებები, ჯარიმები, სუბიექტების უფლებები - სრულ ძალაშია. ოფიციალური საკონტაქტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური - sao.ge

ნაწილი I: ვის ეხება კანონი?

კანონი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ვრცელდება ყველა პირსა თუ ორგანიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური ან ნახევრად ავტომატური საშუალებებითამუშავებს მონაცემებს; ან საქართველოს ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული, მაგრამ საქართველოში არსებულიტექნიკური საშუალებებით ამუშავებს ადგილობრივ მონაცემებს. ეს ნიშნავს, რომ კანონი ეხება: ყველა კომპანიას, დაწესებულებას, სადაც მიმდინარეობს ადამიანის პერსონალური მონაცემების დამუშავება. ვიდეო, აუდიომონიტორინგი . გამონაკლისი: ფიზიკური პირის სრულიად პირადი და საოჯახო საქმიანობა, რომელსაც სამეწარმეოან პროფესიულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, კანონის მოქმედება არ ვრცელდება იურიდიული პირის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. კანონის ორიენტირი არის ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები.

განქორწინება საქართველოში: პროცედურა, ვადები და ადვოკატის როლი

განქორწინება საქართველოში: პროცედურა, ვადები და ადვოკატის როლი

განქორწინება შესაძლებელია ნოტარიულად (ორმხრივი შეთანხმებით) ან სასამართლოს გზით. სტატია ხსნის პროცედურას, საჭირო დოკუმენტებსა და ვადებს, ალიმენტისა და საერთო ქონების გაყოფის წესებს, ბავშვის მეურვეობას და იმას, თუ როდის არის ადვოკატი აუცილებელი.
რატომ არ იღებენ საბანკო ანგარიშებს 2026 წელს საქართველოში და როგორ შემიძლია მათი გახსნა?

რატომ არ იღებენ საბანკო ანგარიშებს 2026 წელს საქართველოში და როგორ შემიძლია მათი გახსნა?

2026 წელს, ანგარიშის გახსნა ქართულ ბანკში უფრო გართულდა: ბანკებმა თავიანთი პროცედურები FATF სტანდარტებს შეუსაბამეს და მოითხოვენ თანხების წყაროსა და ანგარიშის დანიშნულების დადასტურებას. ეს სტატია განმარტავს, თუ რატომ ეუბნებიან არარეზიდენტებს უარს, რა დოკუმენტები უნდა მოამზადონ და როგორ ჩააბარონ KYC ტესტი საქართველოს ბანკსა და TBC-ში პირველად.
აქვს თუ არა ბანკებს უფლება დაბლოკოს კლიენტის ანგარიშები ?

აქვს თუ არა ბანკებს უფლება დაბლოკოს კლიენტის ანგარიშები ?

როდესაც კლიენტი სრულყოფილად თანამშრომლობს ბანკთან, კეთილსინდისიერად ავსებს შესაბამის კითხვარებს, წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას და დამატებითაც გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს მიაწოდოს ბანკს საჭირო ინფორმაცია, ცხადია, ანგარიშის დახურვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლება: სად გადის ზღვარი შემოქმედებასა და ალგორითმს შორის

ხელოვნური ინტელექტი და საავტორო უფლება: სად გადის ზღვარი შემოქმედებასა და ალგორითმს შორის

ბლოგი ეხება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტის ავტორობის საკითხს. რა ზღვარია შემოქმედებითობასა და ალგორითმის გამოყენებას შორის. რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა იმ შემთხვევაში თუ ქმნის პროდუქტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით