სოსო ქუთათელაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი (წარმომადგენლობა საგამოძიებო/ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში)

ადვოკატი
  • ვერიფიცირებულია Legal.Ge-ის მიერ · 2026 წლის მაისი
  • 5 წლის გამოცდილება · ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული
  • ზესტაფონი, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ბათუმი, ბაღდათი, ოზურგეთი, ზუგდიდი, თბილისი, ამბროლაური, ლანჩხუთი, ვანი, მარტვილი

2017 წელს დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მომენიჭა ბაკალავრის სტატუსი ამავე წელს სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში და 2019 წელს დავამთავრე ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და გავხდი მაგისტრი სისხლის სამართალში 2020 წელს ჩავაბარე ადვოკატთა…

ბიოგრაფია

2017 წელს დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მომენიჭა ბაკალავრის სტატუსი ამავე წელს სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში და 2019 წელს დავამთავრე ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და გავხდი მაგისტრი სისხლის სამართალში 2020 წელს ჩავაბარე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში და გავიარე ერთ წლიანი, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსი 2022 წელს ჩავაბარე სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და 2022 წლიდან ვარ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. 2021 წლიდან, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა დამოუკიდებელ ადვოკატად და დღემდე ვაგრძელებ საქმიანობას ჩემს უსაყვარლეს პროფესიაში.

პროფესიული კვალიფიკაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია9659ადვოკატისაერთო სპეციალიზაციაბავშვთა უფლებები (საერთო)

წარმომადგენლობითი საქმეები

  • გამამართლებელი განაჩენები სსსკ-ის 138; 141; 126; 151; 177; 178; 117; 120; 118; 150; 178 მუხლებზე; სამოქალაქო დავის ფარგლებში მოგებული არაერთი საქმე(სადაზღვევოს ქეისები, ალიმენტები არასრულწლოვანთა საკითხები და ქონებრივი დავები; ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით აქტების ბათილობის წარმატებით დამთავრებული საქმეები, აგრეთვე სამართალდარღვევის ქეისები

Legal.Ge-ის სტატიები ამ სპეციალისტის შესახებ

მეტი ჩემ შესახებ

ფილოსოფია · ღირებულებები / როგორ ვმუშაობთ

ფილოსოფია

პასუხისმგებლობა, კომპეტენცია, კონფიდენციალობა, გამჭვირვალობა, საქმისადმი ერთგულება და კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულად გათვალისწინება ჩემი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი პრინციპებია. ამ პრინციპებს ვიცავ ჩემი პროფესიაში მოსვლის პირველი დღიდან დღევანდელ დღემდე. ვცდილობ გავითავისო ჩემი კლიენტის პრობლემა და დავანახო მას ამ პრობლემის გადაჭრის რეალური და სწორი გზა. არასოდეს ვცდილობ გავუჩინო ყალბი მოლოდინი საქმისადმი და ყოველთვის რეალისტურად ვცდილობ გამოვნახო პრობლემის გადაჭრის გზები.

ღირებულებები / როგორ ვმუშაობთ

კონფიდენციალობა, პროფესიული პასუხისმგებლობა

მიმაჩნია რომ ორივე პრინციპი არის უმნიშვნელოვანესი. კონფიდენციალობის დაცვა არის ადვოკატის მუშაობის ოქროს წესი და არასდროს ადვოკატმა ამ პრინციპს არ უნდა გადააბიჯოს, ეს არის გარანტია იმისა რომ კლიენტის საზიანოდ ადვოკატისთვის ცნობილ ინფორმაციას ვერავინ გამოიყენებს, პასუხისმგებლობა კი არის ის რაშიც კლიენტი იხდის თანხას და ადვოკატი ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა რესურსით და საშუალებით არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად რთულ გზას გაივლის, გადაჭრას კლიენტის პრობლემა

სხვა სპეციალისტები