ლევან მახათაძე
ადვოკატი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი, სამეწარმეო და ბიზნეს სამართლის ექსპერტი
- ვერიფიცირებულია Legal.Ge-ის მიერ · 2026 წლის ოქტომბერი
- ქართული, ინგლისური
- თბილისი
ლევან მახათაძე — ადვოკატი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი, სამეწარმეო და ბიზნეს სამართლის ექსპერტი.
რაში დაგეხმარებათ
საბანკო დავები6 სერვისი
- არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია — გასაჩივრება და ანაზღაურება
- გარანტიის აღსრულება
- საბანკო დარღვევების პრეტენზიები
- საჩივარი ბანკთან/საგადახდო პროვაიდერთან და ეროვნული ბანკის დავების განმხილველი კომისია — წარმომადგენლობა
- სესხის დეფოლტის სამართალწარმოება
- ფასიანი ქაღალდების სამართალწარმოება
ბიოგრაფია
ლევან მახათაძე — ადვოკატი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი, სამეწარმეო და ბიზნეს სამართლის ექსპერტი.
ლევან მახათაძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი. ასევე აქვს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით (სამოქალაქო და სისხლის სამართლში). ამჟამად აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც არის მოწვეული ლექტორი საკორპორაციო სამართლის მიმართულებით.
პროფესიული საქმიანობა 2017 წლიდან აქვს დაწყებული და წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც საადვოკატო სფეროში, ისე კერძო კომპანიებისა და წამყვან ორგანიზაციებში იურიდიული მიმართულებით.
აქვს საერთაშორისო და კორპორაციული სამართლის მიმართულებით მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებაც.
არის იურიდიული კომპანია Makhatadze & Partners-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. კომპანია კლიენტებს სთავაზობს ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებას, იურიდიული დოკუმენტების შედგენას სწრაფად, ეფექტურად, მათ შორის დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. კომპანიის იურისტები უწევენ დახმარებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. პროფესიონალი გუნდით და გამოცდილებით სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტები იღებენ მაღალკვალიფიციურ და იურიდიულად გამართულ სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც კლიენტების წარმატებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარია.
ლევან მახათაძის პროფესიული გამოცდილება აერთიანებს მრავალწლიან საადვოკატო პრაქტიკას. მისი პროფესიული ინტერესები და პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია როგორც კერძო სამართლისა და კორპორაციული ურთიერთობების, ისე ბიზნესისთვის კომპლექსური იურიდიული მხარდაჭერის მიმართულებებთან.
პროფესიული კვალიფიკაცია
Legal.Ge-ის სტატიები ამ სპეციალისტის შესახებ

