საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Статья 48. ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება
1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საპენსიო ფონდის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. [ 1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საპენსიო ფონდის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტების, ფაქტორინგული კომპანიების, ფაქტორინგული პლატფორმებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 1 1 . ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, ინსტიტუციური ინვესტორის, საქართველოში რეგისტრირებული თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორის (გარდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციისა) მიერ იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
