საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია: ა) სტაციონარული/ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება/ მკურნალობის მომსახურება, აგრეთვე მათთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო საქმიანობის უფლება; ბ) სამედიცინო მომსახურების გაწევა იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს სამედიცინო ან/და პარასამედიცინო საქმიანობის უფლება; გ) კბილის ტექნიკოსის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა, აგრეთვე სტომატოლოგის ან/და კბილის ტექნიკოსის მიერ კბილის პროთეზირების მომსახურების გაწევა; დ) ავადმყოფისთვის ან დაშავებული პირისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სატრანსპორტო საშუალებით; ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განათლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან უშუალოდ დაკავშირებული ან/და დამხმარე მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება; ვ) კერძო მასწავლებლის მიერ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მომსახურებების გაწევა, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით ხორციელდება; ზ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირისთვის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების მომსახურების გაწევა, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ სასპორტო ან/და ფიზიკურ აღზრდასთან/განათლებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირისთვის, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს; თ) საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფასთან (მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებაში, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ბავშვთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან/და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა, ხანდაზმულთა თავშესაფრისთვის საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა); ი) ბავშვისა და მოზარდის უფლებების დაცვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა ან/და საქონლის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ; კ) ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდება; ლ) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება; მ) რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ ნაწილის „ა“, „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის განხორციელების მიზნით პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევა; ნ) იმ ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რომლის საქმიანობა გათავისუფლებულია ამ ნაწილის „ა“, „ე“ და „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებიდან რომელიმე ქვეპუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საკუთარი საქმიანობის მიზნით სახსრების მოზიდვისთვის ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში; ო) სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული უნივერსალური საფოსტო მომსახურება, გარდა მგზავრის გადაყვანის/ტრანსპორტირების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებით საქონლის მიწოდებისა. უნივერსალური საფოსტო მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; პ) სახელმწიფოს დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეროვნული საფოსტო საგადახდო ნიშნის (საფოსტო მარკის) ნომინალური ღირებულებით მიწოდება; ჟ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების (მათ შორის, ავტოტრანსპორტით მომსახურების) გაწევა; რ) დიაბეტური პურის მიწოდება, რომელიც მიწოდებისას მარკირებულია ასეთად; ს) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნის მიწოდება, რომლებიც მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოიყენება; ტ) ტაძრის ან საეკლესიო ნაგებობის რესტავრაცია ან/და მოხატვა.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესი და კრიტერიუმები. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №342 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3829 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №109 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი