საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 85. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება
1. ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს.
2. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ: ა) ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს მიმართა მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით; ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს. გ) ფიზიკური პირი დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.
