1.სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას , გაუქმებას , მასში ცვლილების შეტანას , უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ( შემდგომ − შემოსავლების სამსახური ).
