1.სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.
1.სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
4.თუ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. ამ ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს .
6.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Изменения, которые прошла эта статья
Duplicate of changes in Art. 10 - likely an error in the provided change text.
акт об изменении №3676731No changes identified
акт об изменении №4415285Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი