Статья 18. სერტიფიცირება
Редакция №33 Сверено с действующей редакцией · 9 дек. 2025 г.
1. სერტიფიცირება მოიცავს საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. საქართველოს 2010 წლის 17 დეკებრის კანონი №4122 - სსმI,№76,29.12.2010წ., მუხ.507
