დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.(ამოღებულია – 15.05.2012, №6215).
2.მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
3.პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
4.(ამოღებულია – 15.05.2012, №6215).
5.ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის განცხადებით, მას შეიძლება დაუწესდეს პრობაციის ბიუროში არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ.
6.მსჯავრდებულის განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.
7.პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არაუმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასურის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ეს საფასური ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
8.კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით, არაუმეტეს 3 თვის ვადით, შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროში.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული არა უგვიანეს გამოცხადების წინა სამუშაო დღისა საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს წერილობით აცნობებს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ, შესაბამისი ვადის მითითებით.
10.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას. ეს ნებართვა უნდა შეიცავდეს იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც დადგენილი გრაფიკის მიხედვით უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით, აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.