1.პოლარულ წყლებში მცურავი გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი შესაბამისად.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
1.პოლარულ წყლებში მცურავი გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი შესაბამისად.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საბაზისო წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და იგი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.
3.პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად.
4.პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) უნდა აკმაყოფილებდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს; ბ) უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მოვალეობების შესრულებით ან შესრულებული უნდა ჰქონდეს სავახტო ფუნქციები ექსპლუატაციის დონეზე; გ) გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალიზებული წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.
5.სააგენტო ვალდებულია გასცეს კვალიფიკაციის სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
Изменения, которые прошла эта статья
The criteria for maintaining a certificate for operating in polar waters are clarified, requiring recent sea service or successful completion of an approved course.
акт об изменении №4609440Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.