1.საქართველოს დროშით მცურავ გემზე მიწოდებული საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს გემზე მყოფ მეზღვაურთა რაოდენობას და მათ რელიგიურ და კულტურულ წეს-ჩვეულებებს, ითვალისწინებდეს გემის ნაოსნობის ხანგრძლივობას, იყოს სათანადო რაოდენობის. ამასთანავე, დაცული უნდა იყოს მათი კვებითი ღირებულება, ხარისხი და მრავალფეროვნება.
2.გემზე სასმელი წყლისა და საკვების შესაბამისობას, ხარისხსა და რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტო.
3.გემის სამზარეულო ისე უნდა იყოს ორგანიზებული, ხოლო მისი აღჭურვილობა − მოწყობილი, რომ მეზღვაურებისთვის ადეკვატური, მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების საკვები ჰიგიენურ პირობებში მომზადდეს.
4.სავალდებულოა საქართველოს დროშით მცურავი გემისთვის შესაბამისი კვალიფიციური მზარეულის შერჩევა. ამასთანავე, თუ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტში მითითებული მეზღვაურთა საერთო რაოდენობა ათზე ნაკლებია, შესაძლებელია გემს არ ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. აღნიშნულ შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მყოფი პირი, რომელსაც საკვების მომზადება ევალება, საკვები პროდუქტების მოვლის, შენახვისა და მომზადების საკითხებში სათანადოდ გაწვრთნილი იყოს ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
5.კვალიფიციური მზარეული არის პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6.მეზღვაურს, რომელიც საქართველოს დროშით მცურავ გემზე საზღვაო კულინარიის მიმართულებით მუშაობს, გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი თავისი თანამდებობის შესაბამისად.
7.
