1.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ ამ სახელმწიფოსთან საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება.
3.კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება იზღუდება იმ უფლებამოსილებებით, ფუნქციებითა და კომპეტენციის ფარგლებით, რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში. აღიარებულ კომპეტენციის სერტიფიკატს უნდა ახლდეს აღიარების დამადასტურებელი საბუთი.
4.სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს კონვენციის წევრის მიერ ან მისი უფლებამოსილებით გაცემული გემის კაპიტნის/ოფიცრის სერტიფიკატი, თუ: ა) სააგენტო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები კონვენციის წევრი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სრულადაა დაცული; ბ) შესაბამის სახელმწიფოსთან შეთანხმებულია, რომ კონვენციის შესაბამისად მას დაუყოვნებლივ ეცნობება სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ; გ) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადასტურებს, რომ კომპეტენციისა და სერტიფიცირების სტანდარტების, აგრეთვე ხარისხის სტანდარტების თაობაზე კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნები ამ წევრის მიერ სრულად არის დაცული.
5.კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება არ მოხდება, თუ მისი გამცემი სახელმწიფო არ არის კონვენციის წევრი, ან თუ საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტი დაადგენს, რომ ამ სახელმწიფოში არ სრულდება კონვენციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
6.ამ კანონის მე-9 მუხლის დებულებათა მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების შესაბამისად, დართოს მეზღვაურს, გარდა რადიოწესებით განსაზღვრული რადიოკავშირის ოფიცრისა ან რადიოკავშირის ოპერატორისა, საქართველოს დროშით მცურავ გემზე 3 თვემდე ვადით მუშაობის უფლება, თუ მეზღვაურს აქვს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია კონვენციის წევრის მიერ, მაგრამ ჯერ არ არის სააგენტოს მიერ დადასტურებული. ამ შემთხვევაში სააგენტო გასცემს განაცხადის მიღების სერტიფიკატს (CRA) არა უმეტეს 3 თვის ვადით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
1. მეზღვაურს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, უფლება აქვს, იმსახუროს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მისი კომპეტენციის სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად. [ 1. მეზღვაური, რომელსაც აქვს STCW-ის კოდექსის თანახმად კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია იმსახუროს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მისი კომპეტენციის სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)] 2. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ ამ სახელმწიფოსთან საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება. 3. კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება იზღუდება იმ უფლებამოსილებებით, ფუნქციებითა და კომპეტენციის ფარგლებით, რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში. აღიარებულ კომპეტენციის სერტიფიკატს უნდა ახლდეს აღიარების დამადასტურებელი საბუთი. 4. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს კონვენციის წევრის მიერ ან მისი უფლებამოსილებით გაცემული გემის კაპიტნის/ოფიცრის სერტიფიკატი, თუ: ა) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი საბუთის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულადაა დაცული; [ ა) სააგენტო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები კონვენციის წევრი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სრულადაა დაცული; (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან)] ბ) შესაბამის სახელმწიფოსთან შეთანხმებულია, რომ კონვენციის შესაბამისად მას დაუყოვნებლივ ეცნობება სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ; გ) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადასტურებს, რომ კომპეტენციისა და სერტიფიცირების სტანდარტების, აგრეთვე ხარისხის სტანდარტების თაობაზე კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნები ამ წევრის მიერ სრულად არის დაცული. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება არ მოხდება, თუ მისი გამცემი სახელმწიფო არ არის კონვენციის წევრი, ან თუ საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტი დაადგენს, რომ ამ სახელმწიფოში არ სრულდება კონვენციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. 6. ამ კანონის მე-9 მუხლის დებულებათა მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების შესაბამისად, დართოს მეზღვაურს, გარდა რადიოწესებით განსაზღვრული რადიოკავშირის ოფიცრისა ან რადიოკავშირის ოპერატორისა, საქართველოს დროშით მცურავ გემზე 3 თვემდე ვადით მუშაობის უფლება, თუ მეზღვაურს აქვს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია კონვენციის წევრის მიერ, მაგრამ ჯერ არ არის სააგენტოს მიერ დადასტურებული. ამ შემთხვევაში სააგენტო გასცემს განაცხადის მიღების სერტიფიკატს (CRA) არა უმეტეს 3 თვის ვადით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
Изменения, которые прошла эта статья
The change clarifies that a competent authority of the issuing state must fully comply with certification standards for foreign certificates to be recognized by the Agency.
акт об изменении №5815817Defines conditions under which foreign certifications are recognized by the Agency; requires international agreements.
акт об изменении №2586679Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.