Статья 191^1. გარდამავალ პერიოდში საარჩევნო სუბიექტის მიერ წლიური ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა
1. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა 2023 წლის 2 სექტემბრამდე არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს 2023 წლის 1 სექტემბრამდე ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან – ანტიკორუფციული ბიურო.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
