1.ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.
2.კანონმდებლობით განსაზღვრული პირის მიერ საბოლოო პროსპექტის გარეშე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან პროსპექტის გამოყენება, რომლის დამტკიცებაც შეჩერებული ან გაუქმებულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 10000 ლარის ოდენობით.
3.ემისიის პროსპექტში არასწორი ინფორმაციის მითითება და/ან მნიშვნელოვანი გარემოების მიუთითებლობა, გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროსპექტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მქონე თითოეული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
4.„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გაცემა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
5.ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის ან/და საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული სათანადო ანგარიშების დადგენილი წესით წარუდგენლობა და/ან დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით.
6.ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ემიტენტის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტში შესწორებების შეუტანლობა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.



