1.საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2.საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული საწარმო ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით.
3.საბროკერო კომპანიის მიერ ჩანაწერების წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით დარღვევის თოთოეულ ფაქტზე.
4.ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესების დარღვევა გამოიწვევს რეგისტრატორის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
5.საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიის, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ ამ წესში აღნიშნული დარღვევების გარდა სხვა მარეგულირებელი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

