1.დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების განზრახ უკანონო განკარგვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებლის უფლებამოსილი პირის მიერ, ანგარიშის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ არ არის ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ღირებულება 10 000 ლარის ზევით. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3724 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი XXVIII დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №989 – სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.79 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3110 – სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.228 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4280 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.439 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4718 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274




