1.ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ანდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევა და განვითარება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3.ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენება, მათ შორის, ბირთვული, ქიმიური ან ძლიერი ტექნოლოგიური ანდა ეკოლოგიური საშიშროების შემცველი ობიექტის ხელში ჩაგდება, ჩადენილი ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ზემოქმედების ან ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
5.ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (გარდა ბირთვული, რადიოლოგიური, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის ან მისი კომპონენტის, პათოგენური მიკროორგანიზმის, რადიაქტიური ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების გამოყენებისა), რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3542 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.268 საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5744 – ვებგვერდი, 15.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.



