საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება ანდა იმავე მიზნით მისი სამსახურში გამოუცხადებლობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღით; ბ) ჯგუფურად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. შენიშვნა: სამხედრო მოსამსახურე ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4195 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.367 საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი