საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.სამედიცინო სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულების მიერ წარდგენილ სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო 48 საათის განმავლობაში განიხილავს და ამის თაობაზე შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს და შესაბამის მასალებს უგზავნის იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შეჩერებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია ამ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განიხილოს. აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
2.სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3458 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.