საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით, შემოწმების დაწყებამდე.
2.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემოწმების ჩატარების საფუძველს და მისი საჭიროების დასაბუთებას. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს უცხოელის იმ საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომელიც უნდა შემოწმდეს, შემოწმების ვადა, ხასიათი და ფარგლები, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი უნდა იქნეს მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი უნდა გადამოწმდეს.
3.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.
4.მოსამართლე უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლისთვის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის შეუტყობინებლად, რომლის შემოწმებასაც ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.
5.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, მესაკუთრის/მფლობელის ან დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია, ხოლო უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის განადგურების ან გადამალვის შემთხვევაში − აგრეთვე იმ უცხოელის შესახებ მონაცემები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი იქნება მოძიებული ან რომლის საცხოვრებელი ადგილი გადამოწმდება; გ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
6.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება, უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი მონაცემები, აგრეთვე იმ საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის/მფლობელის, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებლის ან იმ სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრის/მფლობელის შესახებ ინფორმაცია, რომლის შემოწმებაზედაც უარი ითქვა; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
7.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც მათგან ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს ან დამსაქმებელს შემოწმების დაწყებამდე. უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს.
8.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა 1 თვე.
9.უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ ან მის შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება.
10.მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.
11.მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის მესაკუთრეს/მფლობელს, სამუშაო ადგილის შემთხვევაში − დამსაქმებელს ან იმ უცხოელს, რომლის მიმართაც ტარდება შემოწმება, შეაქვს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის (მხარისთვის) ბრძანების ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები ეგზავნება მეორე მხარეს.
12.საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს ერთპიროვნულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისთვის დადგენილი წესით.
13.სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით.
14.სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №931 – ვებგვერდი, 08.07.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
New article (in new chapter VII^34): MIA authorized body files a motion to inspect a foreigner residence/workplace/other private property; sets motion contents, single-judge no-hearing review within 72h, order/refusal contents, 1-month validity, non-public, appeal within 48h to appellate court (final).
акт об изменении №6565598Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ