საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 32. შეტყობინება არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ
1. მომხმარებელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება, თუ არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტებიდან არ გასულა 13 თვეზე მეტი და მომხმარებელმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე შეატყობინა პროვაიდერს ამგვარი ოპერაციის შესახებ, რაც წარმოშობს გადამხდელის მოთხოვნის უფლებას, მათ შორის, ამ კანონის 31-ე და 31 1 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებას.
2. თუ ოპერაციაში მონაწილეობდა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი, მომხმარებელი უფლებამოსილია არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება მოსთხოვოს ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დებულებების დაცვით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის მოთხოვნის უფლება არ იზღუდება იმავე პუნქტში მითითებული ვადით, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა შეთანხმებული ფორმით მომხმარებელს არ მიაწოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული გადახდის ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ან/და შეთანხმებული ფორმით არ უზრუნველყო ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
