საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 33. მომხმარებლისა და პროვაიდერის ვალდებულებები არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით
1. თუ დაცულია ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების დებულებები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა ამ მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, როდესაც აღნიშნულის შესახებ პროვაიდერისთვის ცნობილი გახდა ან მან მიიღო შეტყობინება. საგადახდო ანგარიშის არსებობის შემთხვევაში გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღადგინოს დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არაავტორიზებული ოპერაცია რომ არ შესრულებულიყო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგადახდო ანგარიშზე დაკრედიტებულ თანხაზე სადეპოზიტო სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს ანგარიშის დადებეტების თარიღისა.
3. პროვაიდერს არ ეკისრება გადამხდელისთვის ანაზღაურების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ მას აქვს მომხმარებლის მიერ თაღლითური ქმედების განხორციელების ან ამ კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ერთი ან ერთზე მეტი ვალდებულების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი.
