1.მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება: ა) შეფასების შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის; გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით. 1 1 . სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების საფუძვლები განისაზღვრება პენიტენციური კოდექსით.
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ
