1.მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი, უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი; ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი, III კლასის ინსპექტორი – 2 წელი; გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი, II კლასის ინსპექტორი – 3 წელი; დ) კაპიტანი, კაპიტან - ლეიტენანტი, I კლასის იურისტი, I კლასის ინსპექტორი – 3 წელი; ე) მაიორი, მესამე რანგის კაპიტანი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი, ინსპექტორი – 4 წელი; ვ) ვიცე - პოლკოვნიკი, მეორე რანგის კაპიტანი, იუსტიციის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, წამყვანი ინსპექტორი – 5 წელი; ზ) პოლკოვნიკი, პირველი რანგის კაპიტანი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი, მთავარი ინსპექტორი – 5 წელი.
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ
