1.პოლიციაში წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.
2.უმაღლესი წოდებების მისანიჭებლად სამინისტროში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნულ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრის წარდგინებით.
3.განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.
