1.სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენ ს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია უმცროსი, საშუალო ან/და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების ის უფლებამოსილება, რომელიც მას აქვს, გადასცეს თავის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ანდა იმავე დაწესებულების სისტემაში შემავალი დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 2 1 . ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“−„ე 1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
